სამყარო >
პლანეტა დედამიწა
ფრეონი აღარ ფრენს
25.04.13
ჯონა რიზო

„მონრეალის პროტოკოლი მუშაობს,“ - ამბობს ქიმიკოსი მარიო მოლინა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ქლორფტორნახშირბადების (CFC) ატმოსფეროზე გავლენის შესახებ კვლევისთვის. CFC გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ეს აირები სტრატოსფეროში ვრცელდებოდა, რამაც ოზონის ფენაში ხვრელი წარმოქმნა. საერთაშორისო შეთანხმებამ („მონრეალის პროტოკოლი”, 1987 წ.) კონტროლი დააწესა CFC-ის გამოყენებაზე (იხმარებოდა მაცივარ-დანადგარებში გამაგრილებლად და აეროზოლებში).

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, ერთი ამერიკული ოჯახი საშუალოდ  30-40 აეროზოლის ბალონს იყენებდა. 90-იანების ბოლოდან CFC-ის წარმოება თითქმის შეწყდა. რა მდგომარეობაშია ოზონის ფენა ახლა? CFC-ის დონე ატმოსფეროში მცირდება, მაგრამ ნაერთების რაოდენობა მხოლოდ 2050 წლის შემდეგ დაუბრუნდება 80-იანი წლების მაჩვენებელს.

თეგები: 
პლანეტა დედამიწა
აირები
CFC
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია