სამყარო >
პლანეტა დედამიწა
ორნი ზღვაში
25.03.13
ჯონ რიზო

რეზიდენტი მკვლევრები - ენრიკ სალა და მაიკ ფეი მუშაობენ დაუცველ ოკეანეთა დასახმარებლად. სალა ყვინთავს და დოკუმენტირებას ახდენს; ნატურალისტი ფეი კუნძულებსა და ატოლებს იკვლევს, ადგილობრივ მკვიდრთა და გარშემორტყმული ზღვების ურთიერთკავშირს აფასებს. „სუფთა ზღვების“ პროექტის ფარგლებში კომბინირებული მონაცემები მათ ადამიანებისა და ოკეანისთვის მდგრადი ნაკრძალის გეგმის შეთავაზებაში ეხმარება. 2012 წელს „სუფთა ზღვებმა“ და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ (Pew Environment Group) პიტკერნის კუნძულების ირგვლივ 320 კმ. ფართობის დაცვითი ღონისძიებები დაიწყეს. 800 000 კვ. კილომეტრამდე ფართობით, ის მსოფლიოს უდიდესი საზღვაო ნაკრძალი იქნება, სულ მცირე, თევზის რვა ახალი სახეობით. შესაძლოა, ოკეანეზე დღევანდელი წარმოდგენებიც კი შეცვალოს. „კვლევების უმეტესობა დაბინძურებულ ზღვებზე ფოკუსირდება - ამბობს სალა,-პიტკერნის მსგავსი ადგილები გვიჩვენებს, თუ როგორი შეიძლება იყოს ოკეანეები“.

თეგები: 
პლანეტა დედამიწა
ოკეანე
ენრიკ სალა
მაიკ ფეი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია