სამყარო >
პლანეტა დედამიწა
სახელოვანი ქარიშხლები
01.10.15
ბრედ სკრაიბერი
NASA

„სენდი“ აღარ განმეორდება. 2012 წლის 1500 კმ სიგანის ქარიშხალმა 147 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 50-მილიარდიანი ზარალი გამოიწვია. მისი სახელი ატლანტის ქარიშხლების იმ 78 სახელს შეუერთდა, რომლებსაც 1953 წლიდან აღარ იყენებენ. ქარიშხლის სახელი განმეორებით გამოიყენება, ვიდრე ის სერიოზულ ზიანს არ მოიტანს.

ქარიშხლის სახელებს სხვადასხვა ენიდან და კულტურიდან იღებენ. გასული საუკუნის 70-იან წლებში მდედრობით სახელებს მამრობითიც დაემატა. 2014 წელს ილინოისის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები ქალის სახელის მქონე ქარიშხლებს ნაკლებად სერიოზულად ეკიდებიან.

ქარიშხლების ისტორიკოსი ლიზ სკილტონი ამბობს, რომ „სახელებს მხოლოდ სქესის მიხედვით არ ანიჭებენ“. მაგალითად, დასავლეთ წყნარი ოკეანის ტაიფუნთა უმეტესობას მცენარეთა და ცხოველთა სახელები ჰქვია.

თეგები: 
პლანეტა დედამიწა
"სენდი"
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია