სამყარო >
პლანეტა დედამიწა
შტორმის იერიში
01.09.15
ლინდსეი ნ. სმიტი
მაიკლ შაინბლუმი

დევიდ რომპსმა და მისმა კოლეგებმა (ბერკლის უნივერსიტეტი, კალიფორნია) მეხის ჩამოვარდნის პროგნოზირების ყველაზე ზუსტი მოდელი შეიმუშავეს, რომელიც კლიმატის ცვლილების ფონზე, მეხის რაოდენობის მატების პროგნოზისთვისაც გამოდგა.

გრიგალის დროს უეცარი ელექტრული განმუხტვა რომ წარმოიქმნას, საჭიროა წყალი, ყინული და ჰაერის სწრაფი აღმავალი ნაკადი. გაზომილი ნალექიანობის და ნაკადების პოტენციური ენერგიის მონაცემების მანიპულაციით, რომპსმა დაადგინა თუ რამდენად სწრაფად შეიძლება წარმოიქმნას შტორმის ღრუბელი. მისი გამოთვლები 2011 წლის მონაცემების გამოყენებით, იმ პერიოდში აღრიცხულ მეხთა 77%-ს დაემთხვა. საყოველთაოდ მიღებული მეთოდის პროგნოზს კი 2011 წელს მხოლოდ 39%-იანი სიზუსტე ჰქონდა.

რაც უფრო თბილია ჰაერი, მით მეტ შტორმის წარმომქმნელ წყლის ორთქლს შეიცავს იგი. თითო გრადუსით დედამიწის დათბობამ აშშ-ში მეხთა რაოდენობა შესაძლოა 12%-ით გაზარდოს, ამბობს რომპსი. თუ ნახშირორჟანგის ემისია არსებული ტემპით გაგრძელდება, 2100 წლისათვის ეს შესაძლოა დღევანდელთან შედარებით 50%-ით მეტი მეხის ჩამოვარდნას ნიშნავდეს.

თეგები: 
პლანეტა დედამიწა
მეხი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია