სამყარო >
პლანეტა დედამიწა
ყვავილების ძალა
01.08.15
კეტრინ ცუკერმანი
პოლ ელეჯი

ადგილობრივები მდგრად მეურნეობას ეწევიან, სამუშაო ადგილებმა იმატა, მინდვრებზე კი თეთრი ყვავილები გაჩნდა. ეს რუანდაა, მრავალი წლის განმავლობაში სამოქალაქო კონფლიქტებით გაწამებული ქვეყანა, სადაც 1994 წლის გენოციდმა მილიონამდე ადამიანი შეიწირა.

რუანდაში კარგად ხარობს ქრიზანთემა. ის ბუნებრივ ინსექტიციდს – პირეთრინს შეიცავს. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში პირეთრუმად წოდებული ექსტრაქტის დამზადება და მავნებელთა კონტროლის უცხოური კომპანიებისთვის მიყიდვა, რუანდაში დიდი ბიზნესი იყო. ომმა ეს ბიზნესი შეაფერხა, თუმცა ამჟამად ისევ აღორძინდა. ყავისა და ჩა-ის შემდეგ, პირეთრუმი ქვეყნის უდიდეს საექსპორტო საქონლად იქცა. დღეს, ქრიზან-თემა 30 ათასზე მეტ ფერმერს მოჰყავს.

რუანდაში მოსავალს იაფი, იმპორტირებული, საზღვარგარეთ აკრძალული სინთეზური პესტიციდებით ამუშავებენ. თუმცა, ეს შესაძლოა, შეიცვალოს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ პესტიციდების გამოყენების საკითხზე სპეციალური ტრენინგები ჩაატარა. ორგანიზაცია Agropharm Africa პირეთრუმზე დამზადებულ მეტ პროდუქციას აწარმოებს. „ეს მდგრადი განვითარებაც იქნება და ჩვენი ჯანმრთელო-ბისა და გარემოსთვისაც უკეთესია“, – ამბობს ამ ორგანიზაციის გენერალური მენეჯერი თერაისა კარიტაინი.

თეგები: 
პლანეტა დედამიწა
რუანდა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია