სამყარო >
პლანეტა დედამიწა
გაუმაძღარი მოლუსკები
25.07.15
ბილ მაკგროუ
სტივ გრიფითსი

კრაინიდან შემოღწეული კვაგა სულ რაღაც ცერა თითის ფრჩხილის ზომისაა, თუმცა სამოყვარულო თუ კომერციული თევზჭერის ინდუსტრიისთვის პრობლემების შექმნა მაინც მოახერხა. აღმოჩნდა, რომ იგი დიდი ტბების კვებით ჯაჭვს ცვლის.

კვაგა ტბის წყლის გაფილტვრით იკვებება. 750-ჯერ გადიდებულ ტბის დანალექის ნიმუშებში კარგად ჩანს ამ მოლუსკის ინვაზიით გამოწვეული კვებითი ჯაჭვის ფუძის ცვლილება. ერთ დროს წყალში დიდი ზომისა და ლიპიდით მდიდარი დიატომური წყალმცენა-რეები – Stephanodiscus და Aulacoseira (ზევით, მარცხნივ) უხვად იყო. ახლა კი, როდესაც მოლუსკებმა საუკეთესო წყალმცენარეები მთლიანად დაისაკუთრეს, კვებითი ჯაჭვის რეორგანიზება ისეთი პატარა და მწირი რაოდენობის წყალმცენარეების ხარჯზე ხდება, როგორიცაა Cyclotella (ზევით, მარჯვნივ).

თეგები: 
პლანეტა დედამიწა
კვაგა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია