სამყარო >
პლანეტა დედამიწა
ოკეანის ხელახლა დაყოფა
25.06.15
კეტრინ ცუკერმანი
ჯერომ ნ. კუქსონი

ოკეანეს, რომელიც პლანეტის უმეტეს ნაწილს ფარავს, ბუნდოვანი საზღვრები აქვს. მეცნიერების აზრით, ტექნიკურად მხოლოდ ერთი მსოფლიო ოკეანე არსებობს.

უფრო დამაბნეველს ხდის ის, თუ რატომ რჩებოდა დიდწილად შეუცვლელი ამ აუზების გამყოფი ხაზები. „საზღვრები გეოპოლიტიკას უფრო ასახავს, ვიდრე წყლის ცირკულაციას“, – ამბობს მათემატიკოსი გერი ფროილენდი (ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი, ავსტრალია). მან, საიმპერატორო კოლეჯის ოკეანოგრაფ ერიკ ვან სიბილთან ერთად, წარმოადგინა ახალი რუკა, რომლის საზღვრები ეფუძნება დინებების თანამედროვე ცოდნას, მათ მიერ ფორმირებულ აუზებს, ასევე დინებების ნაგავთან კავშირს.

ოკეანეებში ათწლეულებია დაცურავენ პოლიეთილენისა და სხვა ნარჩენები, რომლებსაც წრიული დინებები ზოგჯერ გროვებად აქცევს. ფროილენდმა და ვან სიბილმა საზღვრები დაბინძურებული უბნების მიხედვით შეცვალეს. შემდგომი კვლევით შესაძლებელი გახდება ამ ნაგვიდან ზოგიერთის წარმოშობის – პასუხისმგებელი ქვეყნის დადგენა.

თეგები: 
პლანეტა დედამიწა
ოკეანე
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია