სამყარო >
პლანეტა დედამიწა
მიწის მარილი
25.05.15
დენიელ სტოუნი
იონას ბენდიქსენი

ყოველდღიურად დაახლოებით 2000 ჰექტარი ნიადაგის გადამლაშება ხდება. ფესვების ირგვლივ მარილის დაგროვებისას, მცენარეს ზრდა უჭირს. კვლევა გვიჩვენებს, რომ სარწყავი მიწის 62 მილიონ ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის ნაკლებად გამოსადეგი გახდა.

გაეროს უნივერსიტეტის ნიადაგისა და ირიგაციის სპეციალისტი, მანზურ ქადირი ამბობს, რომ პრობლემას ფერმერები ვერ გაუმკლავდებიან. მთავრობებმა სავარგულების დრენაჟი უნდა უზრუნველყონ. შესაძლოა, ეს პრობლემა უფრო სწრაფად თავად მცენარეებმა გადაჭრან. ხორბალი და ბრინჯი, გენმოდიფიცირების გზით, შესაძლოა, ზღვის წყალმცენარეების მსგავსად, მარილის მიმართ გამძლე გახდეს. 

თეგები: 
პლანეტა დედამიწა
მიწის მარილი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია