სამყარო >
პლანეტა დედამიწა
სენდის იმედის სხივი
25.10.14
ჯეიმი შრივი
ჯორჯ შტაინმეცი

ორი წლის წინ ქარიშხალმა „სენდიმ“ ლონგ-აილენდის სამხრეთ სანაპიროსთან ბარიერული კუნძულები სამ ადგილას გაარღვია. ინჟინრებმა ორი ხვრელი სწრაფად ამოავსეს, მაგრამ მესამე, ფირ-აილენდის ნაკრძალის ტერიტორიაზე იყო და ბულდოზერების შესვლის ნებართვას დრო სჭირდებოდა.

წყალდიდობით შეშინებული მოსახლეობის ნაწილი გარღვეული მონაკვეთის დაუყოვნებლივ ამოვსებას მოითხოვდა. თუმცა სხვებმა საოცარი ცვლილებები შენიშნეს: უბის დაბინძურებული წყალი იწმინდებოდა; შემდეგ ზაფხულს, მოლუსკების შემგროვებლებმა თავიანთ ნადავლზე ახალი, ფართო წლიური რგოლები შეამჩნიეს (აქ ადრე ალბათ სირინოზებიც იქნებოდნენ).

„ახლა ის სრულიად განსხვავებული ეკოსისტემაა“, – ამბობს სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტის ეკოლოგი კრის გობლერი.

ხვრელის ბედი გარემოზე ზეგავლენის კვლევის შედეგებზეა დამოკიდებული. შტატის კანონების მიხედვით, შტორმით გამოწვეული კუნძულის „ხვრელები“ უნდა ამოივსოს – გამონაკლისი დაუშვებელია. თუ ხვრელს ღიად დატოვებენ ან გარკვეული ფორმით დაარეგულირებენ, ის ვერ შეაჩერებს ჩამდინარე წყლებით გამოწვეულ აზოტოვან დაბინძურებას. „და მაინც, – ამბობს ადგილობრივი ბიზნესმენი თომას შულცი, – ეს იმის ნიშანია, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რას წარმოადგენდა ეს უბე ადრე და რად შეიძლება ისევ იქცეს“.

თეგები: 
პლანეტა დედამიწა
"სენდი"
ქარიშხალი
ლონგ-აილენდი
ეკოსისტემა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია