სამყარო >
პლანეტა დედამიწა
ქვიშის საათის ამბავი
25.01.14
ჯონა რიზო
რებეკა ჰეილი

ტატუინის გადასაღებ მოედანს, სადაც ლუკ სკაიუოკერი გაიზარდა, მამამისი ანაკინი კი „ვარსკვლავური ომების” სერიებში დაქროდა, მალე ტუნისის უდაბნო შთანთქავს. 90 მ სიგანის ნახე-ვარმთვარის ფორმის დიუნა (ზემოთ) 1999 წელს აგებულ მოედანს უახლოვდება. აქ ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდი – „ფარული საფრთხე” (ზევით) გადაიღეს.

პლანეტის დამცველებს ცოტა დრო დარჩათ. როგორც გეოლოგები ამბობენ, ქვიშაზე სწრაფად მხოლოდ ლავა და მეწყერი მოძრაობს. ამ ბარხანის გადაადგილება ოდნავ შეანელა გადასაღებ მოედანთან აშენებული კონსტრუქციების გარშემო მოძრავი ჰაერის ნაკადმა და 100 000-მა ტურისტმა, რომელიც ტკეპნის ქვიშას. დიუნა ყოველწლიურად 13,7 მეტრით წინ მიიწევსო, ამბობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერი რალფ ლორენცი. იგი ვარაუდობს, რომ გადასაღები მოედანი 5 წელიწადში მთლიანად დაიფარება. ვიზიტორებსაც შეუძლიათ დახმარება. მათი ფოტოებით მკვლევრები თვალს მიადევნებენ ამ პროცესს და გაარკვევენ, მთლიანად როდის დაიფარება მოედანი.

თეგები: 
პლანეტა დედამიწა
გადასაღები მოედანი
დიუნა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია