სამყარო >
პლანეტა დედამიწა
უდაბნოს რგოლები
25.09.13
დენიელ სტოუნი
გეორგ შტეინმეცი

სამხრეთ აფრიკის უდაბნოებში ამ რგოლების (ბალახის მარყუჟები) არსებობას ზებუნებრივ ძალებს მიაწერენ. ახალი კვლევის ავტორმა, ეკოლოგმა ნორბერტ იუერგენსმა 2000 რგოლი შეისწავლა და მათ ქვეშ ქვიშაში მცხოვრები ტერმიტების სახეობა - Psammotermes allocerus აღმოაჩინა. „ტერმიტები აზიანებენ ბალახის ფესვებს, რაც წრეების შიგნით მოშიშვლებულ ადგილებს აჩენს“, - ამბობს იუერგენსი. ტერმიტების დაპროექტებული ეკოსისტემა სასარგებლოა. ბუდის ზემოთ მცენარეების არარსებობა ნიადაგში ინახავს წყალს, რასაც მწერები მოიხმარენ. როდესაც ბალახი წყალს მოიძიებს, ახალი რგოლები წარმოიქმნება. ნიადაგის ტენიანობასა და ბალახს უდაბნოს გამოცოცხლება შეუძლია, რის შედეგადაც უდაბნო ჭიანჭველების, ფუტკრებისა და ზოგიერთი ძუძუმწოვრის თავშესაფარი ხდება.

ტერმიტის ბუდე

1იანვრიდან მარტის ჩათვლით, კოკისპირული წვიმების წყალობით, უდაბნოს  ლანდშაფტებში, მომცრო ბალახის მდელოები სწრაფად იზრდება.

2ტერმიტები ბალახის ფესვებს ჭამენ და უნაყოფო რგოლებს ტოვებენ. როცა მცენარე არაა, წვიმის წყალი ნიადაგის ფორებში  გროვდება.

3ჭარბ გრუნტის წყალს რგოლის გარშემო მაღალი ბალახი ამოჰყავს. საკვები რომ არ გაუთავდეთ, ტერმიტები ღრმა ფესვებს გამოზოგილად მიირთმევენ.

 

გრაფიკა: ალვარო ვალინიო.

ილუსტრაცია: მესა შუმახერი

წყარო: ნორბერტ იუერგენსი, ჰამბურგის უნივერსიტეტი

თეგები: 
პლანეტა დედამიწა
სამხრეთ აფრიკა
ტერმიტები
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია