სამყარო >
პლანეტა დედამიწა
კანიონის დატბორვა
25.08.13
კრისტინ დელ ამორი

აშშ-ის დასავლეთი ნაწილი ელექტროენერგიით რომ მოამარაგოს, არიზონის დიდი კანიონის კაშხალი მდინარე კოლორადოს წყალს იყენებს. თუმცა, კაშხალი 2330 კმ-იან მდინარეს დანალექი ქანების დიდ კანიონში გადატანაში უშლის ხელს. ეს პროცესი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანიონის ქვიშის მეჩეჩების ასაგებად, რომლებიც საბინადრო გარემოა იშვიათი თევზებისთვის. 2012 წელს მართვადი წყალდიდობა გამოიწვიეს. კაშხლიდან წამოსული წყლის ნაკადის სიჩქარემ წამში 1250 მ3 შეადგინა და ბევრი მეჩეჩი ხელახლა წარმოქმნა. „ხშირი დატბორვა იქნებ დაეხმაროს მდინარე კოლორადოს, მდინარეს, რომელსაც მრავალი უფროსის სამსახური აქვს მისჯილი, - ამბობს დაგეგმვის მენეჯერი ჯეკ შმიდტი.

თეგები: 
პლანეტა დედამიწა
კაშხალი
დიდი კანიონი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია