სამყარო >
პლანეტა დედამიწა
ხეზე კაკუნი
25.07.13

2012 წელს ბოსტონის პარკში ხეებს კორძებს ახერხავდნენ. დაზიანება ან დაავადებები ხის ტანზე დიდ, ხორკლიან ნაიარევებს აჩენს. შიგნით კი ბოჭკო ხვეულ სტრუქტურას იძენს და ის ძვირფას ხის მასალად იქცევა.

კორძების დაჭრა ხეს მაშინვე არ კლავს, მაგრამ სიცოცხლეს უმოკლებს. „ხეები ჩვენსავით არ იკურნებიან. ჭრილობა კოჟრდება, მაგრამ შიგნით ლპობა გრძელდება“, - ამბობს ხეების მკურნალი გრეგ მოსმენი. დადგინდა, რომ დაზიანებით მიღებულმა ზარალმა $100 000 შეადგინა. კალიფორნიაში სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ წითელ ხეებზე კორძების მოჭრა კრიმინალია. ბოსტონში ეს ასე არაა, ამიტომ პოლიციამ გრეგ მოსმენი იმ მსხვერპლთა სიაში შეიყვანა, ვისაც საკუთრება გაუნადგურდა. იგი კომპენსაციას სასამართლოში ითხოვს და მიღებული თანხით ისევ ხეების დარგვას აპირებს.

თეგები: 
პლანეტა დედამიწა
ბოსტონის პარკი
კორძი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია