სამყარო >
ჩვენ
ყინულით შებოჭილები
25.05.13

მეორე მსოფლიო ომის ზოგი უკანასკნელი მსხვერპლი ბრძოლაში არ დაღუპულა. 1946 წლის 30 დეკემბერს, ანტარქტიდის კუნძულ ტარსტონის რუკაზე მონიშვნისას, პრეზიდენტ ტრუმენის მიერ ომის დამთავრების ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, ჯორჯ პირველმა კატასტროფა განიცადა. გადარჩენილმა ექვსმა სამი დაღუპული - მაქსველ ლოპეზი, ვენდელ ჰენდერსინი და ფრედერიკ უილიამსი ნამსხვრევების ქვეშ დაკრძალა და მათი სახელები ფრთაზე დაწერა.

ამჟამად მათი დაბრუნების საკითხს განიხილავენ. აშშ-ს სამხედრო ფლოტი ამ აზრს არ ეთანხმება. დაღუპულთა გადმოსვენებაზე მომუშავე ლოუ საპიენზა თვლის, რომ ისინი მყინვარში არიან და არა ზღვაში. ოჯახებს კი მათი დაბრუნება სურთ. ყინულის გადაადგილების გამო, ანტარქტიდის ის ნაწილი, სადაც ისინი დამარხეს, დაახლოებით ექვსნახევარი კილომეტრით მიუახლოვდა წყალს. „მყინვარი ბელინგსჰაუზენის ზღვისკენ მოძრაობს და ბოლოს და ბოლოს მოწყდება“, - ამბობს საპიენზა“.

თეგები: 
ჩვენ
II მსოფლიო ომი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია