ამბები >
როგორ რეაგირებენ ფარვანები ცეცხლის ალზე?
21.09.15
shutterstock

ცეცხლი კი არ იზიდავს მათ, არამედ გზა-კვალს ურევს.

თუ არ ჩავთვლით ტყის იშვიათ ხანძრებს, სინათლის ხელოვნური წყაროები ძალიან მცირე ხანია, რაც არსებობენ მზისა და მთვარის შუქთან შედარებით, რომელთან დამოკიდებულებაც დიდი ხანია ფარვანებს განუვითარდათ. სინათლის ამ ბუნებრივ წყაროებს მრავალი მწერი დღისით და ღამით ორიენტირებისთვის იყენებს.

იმის გამო, რომ მთვარე და მზე შორს არიან, მწერებს გამოუმუშავდათ მათი სინათლით ორიენტაციის უნარი, რომელიც მწერის თვალს ერთსა და იმავე ადგილზე დღისა და ღამის სხვადასხვა პერიოდში ეცემა. ეს მათ საშუალებას აძლევდა გამოეთვალათ, როგორ ეფრინათ სწორი მიმართულებით.

როდესაც ფარვანა გვერდით ჩაუფრენს ადამიანთა პატარა, პორტატულ „მზეებსა“ და „მთვარეებს“, ეს სინათლე მათ თავგზას ურევს, ჰგონიათ, რომ მიხვეულ-მოხვეული გზით უნდა იფრინონ, რადგან მათი მდებარეობა სტაციონალური „მზისა“ თუ „მთვარის“ მიმართ მოულოდნელად შეიცვალა.

შემდეგ ფარვანა კურსს იმგვარად არეგულირებს, რომ სინათლე მისთვის ისევ სტაციონალური გახდეს. ასე ახლოს მყოფი სინათლის წყაროს შემთხვევაში, ერთადერთ შესაძლებლობას ობიექტის გარშემო წრიული ფრენა წარმოადგენს.

ჩრჩილი ტანსაცმელს არ ჭამს (ამას მათი მუხლუხები აკეთებენ).

თეგები: 
ცეცხლი
ტყე
ხანძარი
მთვარე
მზე
ფარვანა
ჩრჩილი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია