რისკიანები >

აღმოჩენა ყინულის ქვეშ
მარკო გრობი
პიტერ გვინი

პოლ ნიკლენმა თავისი ბავშვობის უმეტესი ნაწილი ბაფინის კუნძულზე (კანადა), არქტიკული ლანდშაფტების დაზვერვაში გაატარა ინუიტ ბავშვებთან ერთად. ამ გამოცდილებამ მიიყვანა იგი ფოტოგრაფიამდე. ახლა, 44 წლის ასაკში, პოლარულ ველურ ბუნებას სურათებს უღებს.

რა წვლილი მიუძღვის ბავშვობას თქვენი, როგორც ფოტოგრაფის ჩამოყალიბებაში?

ჩვენ არ გაგვაჩნდა რადიო, ტელევიზორი, ან ტელეფონი. სულ გარეთ ვიყავი. შვიდი წლისამ ავიღე მამაჩემის წერაქვი, ავედი მთაზე და ყინულში ხვრელი ამოვჭერი, რომ არქტიკულ გოჭალა (Salvelinus alpinus) დამეჭირა. ვერთობოდი, თუმცა იმ გარემოში გადარჩენასაც ვეჩვეოდი.

რომელი იყო ყველაზე საშიში სიტუაცია?

მაშინ ფოტოებს ლომვეშაპებს ვუღებდი, რომლებიც ბევრად უფრო არაპროგნოზირებადი არიან, ვიდრე თეთრი დათვები. მარტოდმარტო ვიყავი სქელი ყინულის ქვეშ, როდესაც ჩემი საყვინთი აღჭურვილობის წნევის რეგულატორი გაჩერდა. ვიცოდი, რომ ყინულის ხვრელისკენ ვერ შევძლებდი დაბრუნებას. თავში გამიელვა, რომ ასე უნდა მოვკვდე. საბედნიეროდ, რეგულატორი ამუშავდა.

როგორ უმკლავდებით ექსტრემალურ სიცივეს პოლარული ყინულის ქვეშ ყვინთვისას?

მე სელაპის უმ ხორცს მივირთმევ. თეთრი დათვები ამით ცხოვრობენ. ის მსუყეა, როგორც ზეთში გაჟღენთილი საქონლის ღვიძლი, მაგრამ ისეთ შეგრძნებას გიტოვებს, თითქოს კუჭში ცეცხლი გინთია.

თეგები: 
ყინული კუნძული ლანდშაფტი ფოტოგრაფია ბუნება წერაქვი მთა არქტიკა ხვრელი თეთრი დათვი
25.06.13
zaza144
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია