რეტრო >
06.06.13
მარგარეტ ზაკოვიცი
ჩარლზ ჰარის ფელპსი, National Geographic-ის არქივი
ცივი სალამი

დროშები, ფრინველები და ვირთევზის შეკვრებით აგებული თაღი: 1887 წელს ნორვეგიის პორტ ჰამერფესტში პრინც გუსტავს ეგებებიან. ფოტოს მინაწერების თანახმად, ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ჰამერფესტი ხისგან არის აშენებული. დიდი რაოდენობით ხის მასალის არსებობამ ჰამერფესტს ცუდი სამსახური გაუწია. 1890 წელს ქალაქი ხანძარმა გაანადგურა. 1945 წელს ნაცისტების შეიარაღებულმა ძალებმა აღდგენილი ჰამერფესტი ჰიტლერის ბრძანებით გადაწვეს. უსახლკაროდ დარჩენილმა ათასობით ადამიანმა გამოქვაბულებს შეაფარა თავი. მიუხედავად ამისა, ჰამერფესტი კიდევ ერთხელ აღდგა ფერფლისგან. დღეს ქალაქს 10 000 მოსახლემდე ჰყავს. ზღვაოსნობა აქ კვლავ აქტუალურია.

თეგები: 
დროშები
ფრინველები
1887
ნორვეგია
ჰამერფესტი
1890
1945
ნაცისტები
ხანძარი
ფერფლი
გამოქვაბულები
ზღვაოსნობა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია