რეტრო >
30.03.18
სოფიო ებრალიძე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერმაკოვის კოლექცია
დუხობორები

XVIII საუკუნეში რუსეთის იმპერიაში – ეკატერინოსლავის, ვორონეჟის, ტამბოვის გუბერნიებში – დუხობორების პროტესტანტული სექტა შეიქმნა. სახელწოდება `დუხობორები“ ეკატერინოსლავის ეპისკოპოსმა ამბროსიმ სექტანტების `შესარცხვენად“ მოიფიქრა, რადგან სიტყვა `დუხობორი“ სულის წინააღმდეგ მებრძოლს ნიშნავს.

განსხვავებული რელიგიური ფილოსოფიის მატარებელ დუხობორებს თავი გამორჩეულ, საკუთარ სულთან მებრძოლ ხალხად მიაჩნდათ. სწორედ ამიტომ ემიჯნებოდნენ ისინი სახელმწიფო სისტემას, ყველანაირ რელიგიურ სიმბოლიკას, საეკლესიო რიტუალებსა და პირობითობას. დუხობორებს სწამდათ რეინკარნაციის, წმინდა ადგილებად არსებული სალოცავები, წინაპართა საფლავები, წმინდა მთები მიაჩნდათ; საკუთარ ლოცვებსა და ღვთისმსახურების წესებს ზეპირად გადასცემდნენ თაობებს.

XIX საუკუნეში რუსეთის იმპერატორმა მართლმადიდებლური ეკლესიის შუაზე გამხლეჩი დუხობორების დიდი ჯგუფი საქართველოში გადმოასახლა, სადაც მათ რვა სოფელი დააარსეს და ძირითადად მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას ეწეოდნენ. დოვლათი მათ საზოგადოებაში თანაბრად ნაწილდებოდა. რელიგიურ საფუძველზე მათ ეკონომიკურად ძლიერი თემი და სპეციფიკური კულტურა შექმნეს. დუხობორები თითქმის ორი საუკუნის მანძილზე ინარჩუნებდნენ თვითმყოფადობას, თუმცა XX საუკუნის მიწურულს მათმა უმრავლესობამ საქართველო დატოვა. დღეს საქართველოში დუხობორთა მხოლოდ მცირე ჯგუფია შემორჩენილი ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში.

თეგები: 
დუხობორები
ეკატერინოსლავი
ვორონეჟი
ტამბოვი
პროტესტანტული სექტა
ეპისკოპოსი ამბროსი
ამბროსი ხელაია
რელიგია
რეინკარნაცია
სალოცავი
მიწათმოქმედება
მესაქონლეობა
ჯავახეთი
სოფელი გორელოვკა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია