რეტრო >
31.07.17
სოფიო ებრალიძე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერმაკოვის კოლექცია
ფოთის პორტი

მე-19 საუკუნის დასაწყისში, ფოთის თურქებისგან გათავისუფლების შემდეგ, ამ მხარით რუსეთის იმპერია დაინტერესდა. დეტალურად იქნა შესწავლილი ფოთის სავაჭრო ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა და ამ კვლევებზე დაყრდნობით, ვაჭრობა-მრეწველობის განვითარების მიზნით, ფოთის ნავსადგურის მშენებლობა დაიგეგმა.

მოგვიანებით, იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებით, ფოთი ქალაქად გამოცხადდა და მისი დასახლებისა და მმართველობის სისტემა განისაზღვრა. ფოთი-თბილისის სარკინიგზო ხაზის გაყვანამ კიდევ უფრო დააჩქარა ნავსადგურისა და ქალაქის მშენებლობა, რომლის კეთილმოწყობაში, ურბანულ დაგეგმარებაში, ნავსადგურის მოდერნიზაციასა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვაში დიდი ღვაწლი მიუძღვის პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, ნიკო ნიკოლაძეს.

რუსეთის იმპერიის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ფოთის ნავსადგური რეკონსტრუქციის შემდეგ შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ერთადერთი მშვიდი და უსაფრთხო პორტი იყო.

თეგები: 
პორტი
ფოთი
რუსეთი
ალექსანდრე II
ვაჭრობა
მრეწველობა
ნავსადგური
ნიკო ნიკოლაძე
უსაფრთხო
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია