რეტრო >
01.08.16
სოფიო ებრალიძე
დიმიტრი ერმაკოვი
ხანძარი ბიბი-ეიბათზე

მე-19 საუკუნის ბოლოს მსოფლიოში მხოლოდ ორი ნავთობმომპოვებელი რეგიონი იყო: აზერბაიჯანი და პენსილვანია (აშშ). ნავთობზე მოთხოვნის ზრდამ მკვეთრად გაზარდა ბაქოს ნედლი ნავთობის მოპოვების აუცილებლობა. ქალაქის გარეუბანში ახალი სამრეწველო უბნები შეიქმნა. ერთ-ერთი ასეთი უბანი იყო ბიბი-ეიბათი. სხვადასხვა მიზეზის გამო, ჭაბურღილებზე ხშირად ჩნდებოდა ხანძარი.

დიმიტრი ერმაკოვის ამ ფოტოზე აღბეჭდილია 1903 წლის სექტემბერში ბიბი-ეიბათის ტერიტორიაზე მომხდარი დიდი ხანძარი, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდებოდა. დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 8 ათასი ტონა ნავთობი იწვოდა. ხანძარი გავრცელდა და უდიდესი ზარალი მიაყენა მიმდებარე საწარმოებსაც. ერთდროულად იწვოდა 5 ჭაბურღილი, ახლომდებარე შენობები და ნავსადგომი, რაც ნამდვილად უჩვეულო სანახაობა იყო.

ნამუშევარი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერმაკოვის კოლექციაში.

თეგები: 
აზერბაიჯანი
პენსილვანია
ნავთობი
სამრეწველო უბნები
ჭაბურღილები
ხანძარი
დიმიტრი ერმაკოვი
ბიბი–ეიბათი
ზარალი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია