რეტრო >
27.11.15
PUBLICITY ASSOCIATES, NEW YORK CITY/NG CREATIVE
პატრისია ედმონდსი
ცაში სიარული

დიდი ქალაქები ერთმანეთთან ჩამწკრივებული ცათამბჯენებით, ფასადებითა და სახურავებით ჰგვანან. ნიუ-იორკში 1951 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე ემპაირ-სტეიტ-ბილდინგზე აღმართული სატელევიზიო ანძის კოშკი მოჩანს, რომლის შუა ნაწილში (გადიდებული) მოჰაუკი (ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ტომი) მეტალურგის დანახვა შეიძლება.

მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, კანადურმა ხიდების სამშენებლო კომპანიამ სამშენებლო პროექტისთვის რამდენიმე მოჰაუკი დაიქირავა. მათ სიმაღლეების არ ეშინოდათ და „თხებივით მარჯვედ დაძვრებოდნენ“. მოჰაუკები დღესაც ჩამოდიან კანადიდან აშშ-ში ლითონ-კონსტრუქციებზე სამუშაოდ.

გასულ საუკუნეში, მოჰაუკი მეტალურგები ნიუ-იორკის პრაქტიკულად ყველა ცათამბჯენისა თუ ხიდის სამშენებლო პროექტში მონაწილეობდნენ.

თეგები: 
დიდი ქალაქები
ცათამბჯენი
ფასადი
სახურავი
1951
ნიუ–იორკი
ემპაირ–სტეიტ–ბილდინგი
მოჰაუკი
კანადა
აშშ
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია