რეტრო >
26.06.15
მარგარეტ გ. ზაკოვიცი
BROWN BROTHERS, NATIONAL GEOGRAPHIC CREATIVE
დროშის დღე

1913 წლის ზაფხულში, ნიუ-იორკის ტაიმს-სკვერში გამოფენილი „უდიდესი ეროვნული დროშის“ საცქერლად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ჟურნალს ეს ფოტო 1918 წლის ივნისამდე არ ჰქონდა. ამიტომაც იგი ვერ მოხვდა 1917 წლის ოქტომბრის ნომერში, რომელიც ამერიკის პირველ მსოფლიო ომში ჩაბმასთან დაკავშირებით, მთლიანად დროშების თემას მიეძღვნა. „აქამდე არასდროს ყოფილა ასეთი უჩვეულო მოთხოვნა დროშებზე. თანაც, არა მხოლოდ ვარსკვლავებიან ალამზე. მოთხოვნა გაიზარდა იმ ევროპული ქვეყნების დროშებზეც, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ძალებთან ერთად ავტოკრატიის დასამარცხებლად გაერთიანდნენ“, – იუწყებოდა ერთ-ერთი ფოტოს მინაწერი.

თეგები: 
1913
ნიუ–იორკი
ტაიმს–სკვერი
უდიდესი ეროვნული დროშა
1918
1917
პირველი მსოფლიო ომი
ამერიკა
ვარსკვლავები
დროშა
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია