რეტრო >
28.04.15
მარგარეტ ჯ. ზაკოვიცი
მაკდერმიდის ფოტოლაბორატორია
ცაზე დამკვირვებლები

როდესაც ტორნადო მიწას მისწვდა, ადგილობრივები განცვიფრდნენ (1927 წლის 8 ივლისი, ვულკანი, ალბერტას პროვინცია). „ქუჩებში გამოსულმა ხალხმა უეცრად ყველაზე უცნაური ღრუბელი შეამჩნია სამხრეთ-დასავლეთში, – წერდა ჟურნალისტი ჟენევივ ლ. სეილსი „ჰერალდ-ვულკანში“, – ადამიანები მონსტრს ცხოველი ინტერესით, თუმცა შიშის გარეშე შესცქეროდნენ“. მათ შორის ამ მანქანაში მსხდომნი (ნაჩვენები ლუპით). ზოგიერთმა ფოტოს გადაღებაც დაიწყო... სავარაუდოდ, პანიკა იმიტომ არ ატყდა, რომ ბევრს არასოდეს ენახა მსგავსი რამ და საფრთხეს ვერ აცნობიერებდა“.

მოგვიანებით, ალბათ, ყველაფერს მიხვდნენ. კერლინგის მოედანი მთლიანად განადგურდა, უამრავი შენობა დაზიანდა, თუმცა ქარიშხალს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თეგები: 
ტორნადო
1927
ვულკანი
ალბერტას პროვინცია
ჟენევივ ლ. სეილსი
ჰერალდ–ვულკანი
პანიკა
საფრთხე
კერლინგის მოედანი
ზიანი
ქარიშხალი
განადგურება
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია