რეტრო >
01.12.14
მარგარეტ გ. ზაკოვიცი
დენვერის ტურისტული ბიურო/NATIONAL GEOGRAPHIC CREATIVE
ფაფრიანი დამკვირვებელი

თუ ოვერლენდ-პარკის (კოლორადო) მოძრავ ბანაკში 20-იან წლებში გადაღებულ ამ ფოტოს დააკვირდებით, დაინახავთ ცხენს, რომელიც ბილიარდის მოთამაშეებს მოულოდნელ მაყურებლად ეწვია. დენვერის მახლობლად მდებარე ბანაკი (65 ჰა) დასავლეთისკენ მანქანებით მიმავალი მზარდი რაოდენობის დამსვენებლებისთვის შექმნეს. „26-ოთახიანი საზოგადოებრივი კლუბი, საშხაპეებით, დასასვენებელი და სამკითხველო ოთახებით, სადალაქოთი და სარწეველებით გაწყობილი ფართო ვერანდებით საღამოს ბინდში დასასვენებლად; დაძინების წინ მთვარე რომანტიკული სინათლით ავსებს თვალისმომჭრელ თაღებს“, – წერდა ჟურნალი „ამერიკელი ავტომოყვარული“ 1922 წლის ოქტომბერში.

თეგები: 
ოვერლენდ–პარკი
მოძრავი ბანაკი
20–იანი წლები
ცხენი
ბილიარდის მოთამაშეები
ჟურნალი
1922
ოქტომბერი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია