რეტრო >
29.11.12
ჯონა რიზო
ჰ. ი. პარკი, NATIONAL GEOGRAPHIC STOCK
პარკირება პარკში

1917 წლის National Geographic-ის იანვრის ნომერში აღინიშნა: „სექვოიას ეროვნული პარკის სურათის შუაგულში დგას ხეების ჯგუფი, Sequoiadendron giganteum, რომელიც “გიგანტური ტყის“ სახელითაა ცნობილი. ამ 65 000 ჰექტარ, ღირშესანიშნავ გასართობ ადგილზე მხოლოდ ერთი სექციაა, სადაც ნებადართულია ძრავიანი ტრანსპორტითა და ცხენებშებმული ეტლებით შესვლა. ამ ფოტომ (რვა თვის შემდეგ შეიძინა ჟურნალმა) ასახა ვიზიტორთა ჯგუფი, რომელიც მაქსიმალურად იღებდა ყველა იმ „სიკეთეს“, რასაც ეს ადგილი სთავაზობდა: წაქცეული გიგანტი პიკნიკისა და პარკინგის სივრცედ იქცა.

იმ დროისთვის პარკი მხოლოდ 26 წლის იყო, მისი ზოგიერთი სექცია კი აუთვისებელი. აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტს მიეცა ექვსთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც კერძო მფლობელობაში არსებული ხეები უნდა შეესყიდა. შეგროვილი 50 000 დოლარის მიუხედავად, 1916 წლისთვის გარკვეული რაოდენობის სექვოია კვლავ კერძო პირების ხელში რჩებოდა. თანხა საკმარისი არ იყო პარკის მიმდებარე ტერიტორიის შესასყიდად, რაც აუცილებელი იყო კერძო მფლობელებთან შეთანხმების მისაღწევად. ეროვნულმა გეოგრაფიულმა საზოგადოებამ 20 000 დოლარი გადარიცხა, რაც პარკს ხეების საბოლოოდ შესყიდვაში დაეხმარა.

რეტროარქივი (Flashback) მოიძიეთ ყველა ფოტო საიტზე ngm.com

თეგები: 
National Geographic
1917
სექვოიას ეროვნული პარკი
გიგანტური ტყე
აშშ
შინაგან საქმეთა დეპარტამენტი
1916
სექვოია
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია