ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
აბელარდომ კომპოზიციის ფონად ხის ძველი კარი გამოიყენა.
01.02.20
უჭკნობი ყვავილები
ავტორი: აბელარდო მორელი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

ფოტოგრაფი თაიგულებისა და სამხატვრო მასალისგან „მარადმოყვავილე“ ფოტოებს ქმნის.

დაბადების დღის საჩუქრად ფოტოგრაფმა წარმოუდგენლად შემოქმედებითი და ამასთან – უჭკნობი – თაიგულები შექმნა.

ფოტოგრაფმა აბელარდო მორელმა გადაწყვიტა, მეუღლისთვის დაბადების დღეზე თაიგულის ნაცვლად ყვავილების ფოტოები ეჩუქებინა.

კუბაში დაბადებულმა ბოსტონელმა ფოტოგრაფმა შერეული თაიგულების ნატიურმორტების ფოტო გადაიღო, შემდეგ, დაახლოებით 20-ჯერ გადაალაგა ყვავილები და თითოეულ კომპოზიციას გადაუღო ფოტო. ბოლოს კი, ყველა გამოსახულება გააერთიანა.

ყვავილების ნატიურმორტი ფოტოგრაფების კლასიკური თემაა, მაგრამ მორელი ცნობილია გამორჩეული ფოტოგრაფიული მიდგომით:კამერა-ობსკურა, ტექნიკა, რომელიც ჩაბნელებულ ოთახში, პატარა ხვრელიდან ფირზე აღბეჭდავს ამოტრიალებულ გამოსახულებას. პროექტს ფოტოგრაფმა „ყვავილები ლიზასთვის” დაარქვა და მეუღლეს, ლიზა მაკელანის მიუძღვნა.

მორელმა ამ პროექტით პატივი მიაგო თავის საყვარელ ხელოვანებსაც. მან სწორედ ყვავილები გამოიყენა კლოდ მონეს, ჟორჟ ბრაკისა და ალფრედ ჰიჩკოკის ნამუშევრებისათვის პატივის მისაგებად.

ერთს მეორე ნამუშევარი მოსდევდა და ოთხწლიანი შრომის შედეგად 2017 წელს ფოტოგრაფმა დაასრულა პროექტი, რომელშიც ყვავილების თემატიკაზე შესრულებული, ორიგინალურობით გამორჩეული 76 ფოტო მოხვდა.

თაიგულები დიდი ხნის წინ დაჭკნა, მაგრამ ფოტოები პროექტის ამსახველ 2018 წელს გამოცემულ წიგნში – „ყვავილები ლიზასთვის: ფოტოგრაფიული გამოგონების დელირიუმი” – განაგრძობენ სიცოცხლეს. წიგნის ბოლოსიტყვაობაში მაკელანი მისი და მორელის ფოტოებისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ლაპარაკობს: „ჩემთვის ფოტოები სამახსოვრო საჩუქარია, იმის დასტური, რომ ჩვენი კავშირი ნამდვილია, აბესთვის კი – სიყვარულისა და ერთგულების დაცვის საშუალება”.

 

ვარდის ფურცლებისა და ფიცრისგან მორელმა შვილის, ლაურას პროფილი შექმნა.
საღებავების, რეკვიზიტებისა და საკუთარი წარმოსახვის წყალობით მორელი ცნობილ ნახატებსა და ხელოვნების ნიმუშებს აცოცხლებს.
საღებავების, რეკვიზიტებისა და საკუთარი წარმოსახვის წყალობით მორელი ცნობილ ნახატებსა და ხელოვნების ნიმუშებს აცოცხლებს.
საღებავების, რეკვიზიტებისა და საკუთარი წარმოსახვის წყალობით მორელი ცნობილ ნახატებსა და ხელოვნების ნიმუშებს აცოცხლებს.
საღებავების, რეკვიზიტებისა და საკუთარი წარმოსახვის წყალობით მორელი ცნობილ ნახატებსა და ხელოვნების ნიმუშებს აცოცხლებს.
მორელმა, XVII საუკუნის ნიდერლანდური ნახატების მსგავსად, წაქცეული ვაზა და მიმოფანტული ყვავილები ასახა ფოტოზე.
ერთი და იმავე კომპოზიციის სხვადასხვა ექსპოზიციით გადაღებითა და შემდეგ ფოტორედაქტირებისას კადრების გაერთიანებით მორელმა ფოტო აკვარელით ნახატს დაამსგავსა.
მორელმა ამ ნამუშევარს „ჰიჩკოკის ვერტიგოს მიხედვით“ უწოდა. ის მართლაც ძალიან ჰგავს თაიგულს, რომელიც 1958 წლის ცნობილ ფილმშია გამოყენებული.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია