ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ვისკის ნალექი ფერადი განათებისა და ფოტორედაქტირების გამოყენებით ერნი ბატონმა ციურ სხეულად აქცია შოტლანდიური ვისკის Macallan ნალექი. რა რჩება ჭიქაში შოტლანდიური ვისკის დალევის შემდეგ? არაამქვეყნიური პეიზაჟების პოტენციური კოლექცია.
01.01.20
შოტლანდიური ვისკის დაცლილ ჭიქაში ციური სხეულები შეიძლება გამოისახოს
ავტორი: დენიელ სტოუნი
ფოტოგრაფი: ენრი ბატონი

ფოტოგრაფმა ერნი ბატონმა ჭურჭლის რეცხვისას ზღაპრული სამყარო აღმოაჩინა. სანამ ვისკის ცარიელ ჭიქას ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩადებდა, სკოჩის (მუხის კასრში მინიმუმ სამწლიანი დაძველების შოტლანდიური ვისკი) ნარჩენი შენიშნა. უკანასკნელი წვეთების აორთქლებამ ჭიქაზე ვისკის დისტილატების ნალექი დატოვა. ბატონმა ჭიქა სტუდიაში წაიღო და ფოტოები გადაუღო.

ვისკის ნალექი ფიფქების სტრუქტურასავით უნიკალურია. უმეტესობა რუხი იყო, სანამ ბატონი მათ სხვადასხვა ფერის სინათლით გაანათებდა. ხაზებმა და ხვეულებმა სიცოცხლე შეიძინა და პლანეტებისა და თანამგზავრების მრავალფეროვან პეიზაჟებად იქცა. „ეს სასმელი და სანახაობაა“, – ამბობს ბატონი. მან აღმოაჩინა, რომ საკმარისი ნალექი მხოლოდ შოტლანდიურ ვისკის უჩნდება.

სასმელების ფოტოებამდე ბატონი ბურღულეულის კოლოფებიდან პეიზაჟებსაც ქმნიდა და პროდუქტების მაღაზიებში ხურდა ფულზე მომუშავე საბავშვო სათამაშო აპარატების გაუჩინარების ქრონიკაც აღბეჭდა. ბატონის შემოქმედება ცხადყოფს, რომ გიჟური აღმოჩენების გაკეთება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ჭუჭყიან ჭურჭელშიც არის შესაძლებელი.

შოტლანდიურმა ვისკიმ (Glenlivet) ლავისმაგვარი ტალღოვანი ნალექი დატოვა ჭიქაზე. ბატონმა ფერადი განათებით და ფოტორედაქტირებით სხვადასხვა ეფექტი შექმნა.
ბატონმა გადაიღო სხვადასხვა შოტლანდიური ვისკის – Balvenie, Macallan, Macallan და Glenfiddich– ნალექი და ციურ სხეულებს დაამსგავსა.

შოტლანდიაში წესების სრული დაცვით დამზადებული Macallan-ის ნალექი ყვავილის ფორმის მორევს ჰგავს.
ბატონი ვისკის ბუნებრივ ნალექს უღებს ფოტოს, განათების დამატებით კი Macallan-ი ან Glenfiddich-ი შეიძლება ნისლეულს დაამსგავსოს ან ფოლადისფერი გახადოს.
ბატონი ვისკის ბუნებრივ ნალექს უღებს ფოტოს, განათების დამატებით კი Macallan-ი ან Glenfiddich-ი შეიძლება ნისლეულს დაამსგავსოს ან ფოლადისფერი გახადოს.
„ვისკის ჭიქას კარგად უნდა დააკვირდეთ ძირზე“, – ამბობს ფოტოგრაფი ერნი ბატონი.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია