ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
მტაცებელი, დიდთვალება, პატარა ულვაშებისა და გამჭირვალე ფრთების მქონე ნემსიყლაპია. განსაკუთრებულ ყურადღებას მისი თვალები იქცევს, რომლებიც ციცქნა თავის დიდ ნაწილს იკავებს.
01.08.19
მაკროპორტრეტი
ავტორი:
ფოტოგრაფი: ნიკოლოზ მესხი

ამბავი მუშაობის პროცესი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, მწერები – საუკეთესო მოდელები, შედეგი – თავად განსაჯეთ.

ფოტოგრაფიასთან ჩემი პირველი ჟანრობრივი შეხება 2011 წელს მოხდა, თანაც სწორედ მაკროფოტოგრაფიაში. მწერებზე დაკვირვებამ გამიტაცა და იდეა გამიჩნდა, რომ კლასიკური პორტრეტის ხერხების გამოყენებით მწერების გადაღება მეცადა – რატომაც არა? თუკი არსებობს ისეთი ჟანრობრივი მიმართულება, როგორიცაა კლასიკური პორტრეტი ადამიანებში, რატომაც არ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მწერების პორტრეტების შექმნა? ჩემი აზრით, ეს მშვენიერი ციცქნა არსებები ნამდვილად იმსახურებდნენ სათანადო ყურადღებას. თანაც, მინდოდა ადამიანების შიში და ზოგჯერ ზიზღიც კი მათ მიმართ ჩემ მიერ გადაღებული პორტრეტებით მეტ-ნაკლებად გამექარწყლებინა. მუშაობის პროცესი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, მწერები – საუკეთესო მოდელები, შედეგი – თავად განსაჯეთ. – ნიკოლოზ მესხი

მტაცებელი, დიდთვალება, პატარა ულვაშებისა და გამჭვირვალე ფრთების მქონე ნემსიყლაპია. განსაკუთრებულ ყურადღებას მისი თვალები იქცევს, რომლებიც ციცქნა თავის დიდ ნაწილს იკავებს. ლამაზთვალება, ერთი შეხედვით უწყინარი ბუზის ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია, ხშირ შემთხვევაში კი ის ვირუსების გადამტანიც შეიძლება იყოს (ზემოთ). მშრომელი და მკვეთრად გამოხატული მოწითალო ფერის ჭიანჭველა ყურადღებას იქცევს თავისი განსაკუთრებით გრძელი უკანა კიდურებით (ქვემოთ).

ობობა, რომელიც წვიმიანი ამინდის შემდეგ კარგად პოზირებს, მზად არის თანამშრომლობისთვის და ბევრი საინტერესო პორტრეტის გადაღების საშუალებას მაძლევს (ზემოთ). ეს ნემსიყლაპია ერთ მშვიდ მზიან დღეს შემოფრინდა სახლში, ნაყოფიერი ფოტოსესიის შემდეგ კი უვნებელი დაუბრუნდა ბუნებას (ქვემოთ).

მუხის დიდმა ხარაბუზამ თავისი დიდი ანტენებით ჯერ შემაშინა, მერე კი იმაზე დამაფიქრა, თუ რამდენად შთამბეჭდავი პორტრეტის გადაღება შეიძლებოდა მისთვის – შედეგიც სახეზეა.

ამ ბუზისებრთა წარმომადგენლებმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება თვალების უხვი რაოდენობით მოახდინეს. მაკროფოტოს გარეშე, ალბათ, ასეთი დეტალიზაციის აღქმა შეუძლებელიც იქნებოდა, ფერთა ბუნებრივი შეხამება კი მართლაც გამაოგნებელია. ამ სიფრიფანაფრთიანმა საინტერესო არსებამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება თვალებზე ამოსული ღინღლით მოახდინა, რომლის კარგად აღქმა მხოლოდ მაკროპორტრეტითაა შესაძლებელი (ზემოთ). შავი ფუტკარი (ქვემოთ) დღის უდიდეს ნაწილს შრომაში ატარებს, ისევე როგორც მისი დანარჩენი ნათესავები. ჭიანჭველა ლამაზი პორტრეტის მოლოდინში პოზირებს.

ლამაზთვალება ერთი შეხედვით უწყინარი ბუზის ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია, ხშირ შემთხვევაში კი ის ვირუსების გადამტანიც შეიძლება იყოს (ზემოთ)
მშრომელი და მკვეთრად გამოხატული მოწითალო ფერის ჭიანჭველა ყურადღებას იქცევს თავისი განსაკუთრებით გრძელი უკანა კიდურებით (ქვემოთ)
ობობა, რომელიც წვიმიანი ამინდის შემდეგ კარგად პოზირებს, მზად არის თანამშრობლობისთვის და ბევრი საინტერესო პორტრეტის გადაღების საშუალებას მაძლევს.
ეს ნემსიყლაპია ერთი მშვიდ მზიან დღეს შემოფრინდა სახლში, ნაყოფიერ ფოტოსესიის შემდეგ კი უვნებელი დაუბრუნდა ბუნებას (ქვემოთ).
მუხის დიდმა ხარაბუზამ თავისი დიდი ანტენებით ჯერ შემაშინა, მერე კი იმაზე დამაფიქრა, თუ რამდენად შთამბეჭდავი პორტრეტის გადაღება შეიძლებოდა მისთვის-შედეგიც სახეზეა.
ამ ბუზისებრთა წარმომადგენლებმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება თვალების უხვი რაოდენობით მოახდინეს. მაკროფოტოს გარეშე, ალბათ, ასეთი დეტალიზაციის აღქმა შეუძლებელიც იქნებოდა, ფერთა ბუნებრივი შეხამება კი მართლაც გამაოგნებელია.
ამ ბუზისებრთა წარმომადგენლებმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება თვალების უხვი რაოდენობით მოახდინეს. მაკროფოტოს გარეშე, ალბათ, ასეთი დეტალიზაციის აღქმა შეუძლებელიც იქნებოდა, ფერთა ბუნებრივი შეხამება კი მართლაც გამაოგნებელია.
ამ სიფრიფანაფრთიანმა საინტერესო არსებამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება თვალებზე ამოსული ღინღლით მოახდინა, რომლის კარგად აღქმა მხოლოდ მაკროპორტრეტითაა შესაძლებელი(ზემოთ).
შვი ფუთკარი (ქვემოთ) დღის უდიდეს ნაწილს შრომაში ატარებს, ისევე როგორც მისი დანარჩენი ნათესავები.
ჭიანჭველა ლამაზი პორტრეტის მოლოდინში პოზირებს.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია