ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
გოგონა თავის როლს ასრულებს ლა-მაიას ფესტივალზე, რომლითაც გაზაფხულის მოსვლა აღინიშნება.
01.06.19
თანამედროვე გოგონები, უძველესი რიტუალი
ავტორი: დანიელ ოჩოა დე ოლსა
ფოტოგრაფი: დენიელ სტოუნი

ესპანეთის ერთი სოფელი უძველესი ტრადიციით ეგებება გაზაფხულს – გოგონებს საკურთხეველზე გამოფენს.

რა არის ტრადიცია და რატომ ინახავენ მას ადამიანები? ეს კითხვა შეგიძლიათ ესპანეთის ერთ-ერთ სოფელში, კოლმენარ-ვიეხოში, ნებისმიერ „ლა-მაიას“ დაუსვათ. იქ წელიწადის ახალი დროის დადგომის აღსანიშნავად ყოველ გაზაფხულზე 7-დან 11 წლამდე ასაკის რამდენიმე გოგონას ახალი ყვავილებით მორთულ საკურთხევლებზე სვამენ.

ორი საათის განმავლობაში გოგონები სრულიად უმოძრაოდ უნდა ისხდნენ. ლა-მაიას უამრავი მსურველი გოგონადან არჩევენ და მათ ოჯახებს დიდ პატივს მიაგებენ. ფესტივალში მონაწილეობა კვირების განმავლობაში საკურთხევლებისა და კაბების მომზადებაზე დაუღალავ მუშაობას ნიშნავს.

ფოტოგრაფმა დანიელ ოჩოა დე ოლსამ თავისი კარიერა ესპანური ტრადიციების დოკუმენტირებაში გაატარა. მას ყოველ ჯერზე უკვირს, რატომ გრძელდება ტრადიციები. დანიელი ერთ ფესტივალს იხსენებს, რომელიც ესპანეთში, პიორნალში იმართება და რომლის მიმდინარეობისასაც სოფლის მცხოვრებლები ჯავშნიან, ეშმაკისმაგვარ პერსონაჟს თალგამებს ესვრიან. ის ასევე გვიყვება პამპლონაში , თავის მშობლიურ სან-ფერმინში – ხარებისგან გაქცევის რიტუალზე: „სისულელეა და თანაც სახიფათო, მაგრამ ჩვენი ტრადიციაა“, ამბობს დანიელი და აღიარებს, რომ გაქცევაში ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა.

ესპანეთის შუაგულში არსებული ლა-მაიას ტრადიციით, საკურთხევლები ახალი ყვავილებით უნდა მოირთოს და გოგონები გაუნძრევლად უნდა ისხდნენ დათვალიერების დროს.
მაიად გახდომის მსურველების სიიდან ფესტივალის ოფიციალური პირები ყოველწლიურად მხოლოდ 5 გოგონას არჩევენ, ამიტომ ზოგს დიდი ხანი უწევს ლოდინი.
საკურთხევლების სანახავად სოფლის ქუჩებში ხალხი დასეირნობს. ფესტივალის შემდეგ, ყველა მაია საღამოს წირვას ესწრება.
ყველა მაია ერთი დღით მთელი სოფლის ყურადღების ცენტრშია.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია