ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
გამწვანებული ვიქტორია-პიკი მჭიდროდ დასახლებული ჰონკონგის მაღალსართულიან შენობებს გადაჰყურებს. ნიკოლას რუელი ორივე ხედს ერთ გამოსახულებაში აქცევს.
01.04.19
ორმაგი ხედვა
ავტორი: დენიელ სტოუნი
ფოტოგრაფი: ნიკოლას რუელი

შესაძლებელია ერთი ადგილის რამდენიმე კუთხიდან დანახვა?

დიახ, მცირე ხელშეწყობით.

ფოტოგრაფ ნიკოლას რუელს რვა წამი სჭირდება ხანგრძლივი ექსპოზიციის მქონე ფოტოს გადასაღებად. რატომ მაინცდამაინც რვა? „რვა უსასრულობის აღმნიშვნელი რიცხვია“, ამბობს იგი და იმედოვნებს, რომ მის მიერ გადაღებული სხვადასხვა ქალაქის ფოტოების ყურება უსასრულო გაოცებას იწვევს.

გადაღებას ქალაქის იმ ადგილიდან იწყებს, რომელიც ადამიანებით, ენერგიითა და მოძრაობითაა სავსე. იგი თავის შტატივს დგამს და ოთხწამიანი ექსპოზიციის ფოტოს იღებს ერთი მიმართულებით (ფოტოს ექსპოზიცია, ჩვეულებრივ, 1/60 წამი ან ნაკლებია). შემდეგ, გახსნილი ობიექტივის საკეტით კამერას სხვა ხედისკენ ატრიალებს მეორე ოთხწამიანი ექსპოზიციის ფოტოს გადასაღებად.

ხანგრძლივი ექსპოზიციის ფოტოები, როგორც წესი, ბუნდოვნად ასახავს მოძრაობას. ორმაგი ექსპოზიცია ხშირად ორ გამოსახულებას ერთმანეთში ურევს, მაგრამ ამ ორივე ტექნიკის ერთი და იმავე წერტილიდან გამოყენება სიღრმის შეგრძნებას ქმნის და მაყურებელს საშუალებას აძლევს, ერთ წერტილში იდგეს და გარშემო მიმოიხედოს. რუელს ადამიანების საცხოვრებელი ადგილები უფრო იზიდავს, ვიდრე ველური ბუნება. ისინი ყოველ წამს რადიკალურად იცვლება.

სერია, რომელიც 8 ქალაქიდან დაიწყო, ახლა 68 ქალაქს მოიცავს. რუელის მიზანი 100 ქალაქის გადაღებაა, მაგრამ იგი არ გამორიცხავს, რომ ამ უძირო გამოსახულებების მსგავსად, გარკვეულწილად, სერიაც უსასრულო იყოს.

ამსტერდამის არხების პირას მდებარე წითელი ფარნების კვარტალში რუელმა ორმაგი ექსპოზიცია გამოიყენა ამ უბნის მრავალი შრის დასაფიქსირებლად.
ბერლინის რაიხსტაგის გუმბათის ქვეშ, სადაც გერმანიის საკანონმდებლო შტო იკრიბება, დამთვალიერებლები თითქოს სხვადასხვა განზომილებაში ათვალიერებენ სივრცეს.
ლონდონის ოქსფორდ-სირკუსი ყველა კუთხიდან მოძრობით, ენერგიითა და ხალხითაა სავსე.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია