ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
იტალია რემო ბალარდინი, ბიბლიოთეკარი რივა-დელ-გარდადან: სამკურნალო და პრევენციული წამლები და გარეგანი გამოყენების ანტისეპტიკური საშუალებები.
01.01.19
სახლის აფთიაქები
ავტორი:
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები სააფთიაქო სათავსებს აცარიელებენ და საკუთარ წამლებს გვიჩვენებენ.

სააბაზანო ოთახების კარადებში და მაცივრებში შენახული აბები,
სიროფები და მალამოები მფლობელებს დღის სინათლეზე გამოაქვთ.

სხვადასხვა ადამიანს ფოტოგრაფი გაბრიელე გალიმბერტი ერთი და იმავე კითხვით მიმართავს: “შეიძლება, თქვენი სააფთიაქო სათავსი დავათვალიერო?“ ზოგს რცხვენია; ზოგი სიამაყით თანხმდება. “წამლები ადამიანებზე უამრავ რამეს მოგვითხრობენ“ – ამბობს გალიმბერტი, – „მათ სურვილებზე, მათ სნეულებებზე. ეს ყველაზე ინტიმური ყუთია“.

რას ამბობენ წამლები ჩვენზე? პირველ რიგში – რამდენად შეძლებულები ვართ. განვითარებული ქვეყნების მცხოვრებლებს ბევრი მედიკამენტი აქვთ, ღარიბ ქვეყნებში ხალხი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ყიდულობს წამლებს. ჰაიტიელ ქალს სახლში ერთი აბიც არ აქვს: “თუ ავად გავხდები, ქუჩის მოვაჭრისგან ვიყიდი წამალს“, – ამბობს იგი.

გალიმბერტი ცდილობს ფოტოებზე აღბეჭდოს მედიკამენტები და მათი მფლობელების დაუსრულებელი სწრაფვა ბედნიერებისკენ. ადამიანებს სურთ იყვნენ უფრო ძლიერები, უკეთ ეძინოთ, უკეთესი სექსი ჰქონდეთ, დაორსულდნენ, ან არ დაორსულდნენ. წამლები სურვილების ახდენას იაფად და მარტივად გვპირდება.

სხვადასხვა ქვეყანაში ხალხი სხვადასხვაგვარ წამალს ინახავს. გალიმბერტი წერს, რომ პარიზში და ნიუ-იორკში სააფთიაქო ყუთები ანტიდეპრესანტებით აქვთ სავსე. ინდოეთში იაფი, ხშირად უხარისხო ინდური მედიკამენტებით. აფრიკაში უეტიკეტო ჩინური წამლებით. და მაინც, ყველა ადამიანს, რომელიც გალიმბერტიმ გადაიღო, ერთი საერთო აქვს: არც ერთი მათგანი არ არის ავად. – დენიელ სტოუნი

-----------------------------

„სახლის აფთიაქები“ გაგრძელებაა პაოლო ვუდსის, გაბრიელე გალიმბერტის, არნო რობერის და ედოარდო დელილის უფრო დიდი პროექტისა სახელად „ბედნიერი აბები“.

შვეიცარია კოლექციონერი კანდელიტა და არნო ბრუნელები წამლების მარაგით.
იტალია ანდრეა ბუკოლინი და მისი მალამოები თეატრალიზებულ ბრძოლებში მიღებული დალურჯებებისთვის.
ფოტო: ედოარდო დელილე
ინდოეთი წამლების უმეტესობა აბასისთვისაა (ზის მარჯვნივ), რომელმაც ინსულტი გადაიტანა.
ლატვია ინგრიდა პულეკსე, მასწავლებელი, ინახავს ძველ წამლებს, რომელთაც ადრე სვამდა ავადმყოფობისას.
ჰაიტი ჰოლ-ლინს ბალთაზარი (მარცხნივ) ტრადიციულ ჰაიტიურ მედიცინას ენდობა. სამკურნალო მცენარეებს ის ფიტოთერაპევტ მედსენ ფეისთან ყიდულობს.
კოსტა-რიკა მშობლებმა იოჰანს (მარცხნიდან მესამე) უკვე უყიდეს წამლები ფსიქიკური აშლილობისთვის.
იაპონია იასუმასას კავაის – გული, ნობუკოს კი ოსტეოპოროზი აწუხებს.
საფრანგეთი ალექსისი და აურელია ბევრ წამალს მოიხმარენ – ანტიბიოტიკებიდან დაწყებული, დამამშვიდებლებამდე.
კოლუმბია ჰილდა ტარასონას, მის შვილსა და შვილიშვილს ბინაც და სააფთიაქო ყუთიც საზიარო აქვთ.
შვეიცარია იოგის მასწავლებელი სიუზან ფიშერი მხოლოდ ჰომეოპათიურ წამლებს იყენებს.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია