ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
სასურსათო ქარხანაში დასაქმებულებს შეუძლიათ სახურავზე განთავსებულ გასართობ კომპლექსში ცურვა, კალათბურთის თამაში და საუნაში მოსვენება. წარმოდგენილია ჯილდოც, რომელიც ქარხანამ ჩრდილოეთ კორეის სპორტსმენების საკვებით მომარაგებისთვის მიიღო.
01.06.18
პორტრეტები ფხენიანიდან
ავტორი: სტეფან გლადიე
ფოტოგრაფი: ნინა სტროქლიკი

ქვეყანაში, სადაც ერთგვაროვნებას მოითხოვენ, პორტრეტი რევოლუციურია.

ჩრდილოეთ კორეაში 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მხოლოდ ლიდერების პორტრეტებია გასაჯაროებული. ჩვეულებრივ, ადამიანებს მხოლოდ დიდ ჯგუფებად იღებენ, საკუთარ ქორწილშიც კი.

2017 წელს ფრანგი ფოტოგრაფი, სტეფან გლადიე ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეების ინდივიდუალიზმის აღმოსაჩენად ჩავიდა. ქარხნებსა და ფერმებში ყველაზე სუფთა მუშები გამოუყვანეს. „სიგიჟეს ჩავდიოდი, ადამიანებს მარტო დადგომას ვთხოვდი“, მოგვითხრობს გლადიე. ამას გამუდმებით ახსენებდნენ თანმხლებნი, რომლებმაც მოსანახულებელი ადგილები შეურჩიეს. ობიექტებს თავად ირჩევდა, თუმცა გამყოლის თქმით, კანდიდატები ხშირად უშნოები, მოხუცები და მოუწესრიგებელნი იყვნენ.

ცალ-ცალკე თითოეული პორტრეტი ავტორიტარული რეჟიმის პროპაგანდა გეგონებოდათ. ერთობაში კი, შემაშფოთებელი ერთგვაროვნება იკვეთება. დაკნინება სწორედ ამ მსგავსებაშია, ამბობს ფოტოგრაფი. „ექსკურსიამძღოლები ვერ ხედავდნენ იმას, რასაც მე ვხედავდი“, აღნიშნავს გლადიე. „შორს არიან, განსხვავებულ სამყაროში“.

სტუდენტები გასართობ ცენტრ „ოქროს ბილიკში“ ბოულინგს თამაშობენ. სათამაშო აპარატები და ბარით აღჭურვილი მოედანი საკმაოდ მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის.
ბავშვები ატრაქციონის გაჩერებულ მანქანებში სხედან მანგიონგდეს პარკში, ფხენიანის მახლობლად. ავტორიტარულ ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ აქვს პორტრეტისთვის პოზირების გამოცდილება.
ოფისის ორი თანამშრომელი პარტიის მონუმენტის წინ დგას ფხენიანში. ჩაქუჩი, ნამგალი და კალიგრაფიული ფუნჯი მუშებს, ფერმერებსა და ინტელექტუალებს წარმოადგენს.
ექიმი ქალს სინჯავს, რომელიც საფეიქრო ფაბრიკაში მუშაობს, აქ დასაქმებული 10 000 ადამიანიდან უმეტესობა ქალია. 2017 წლამდე, სანამ გაერო სანქციებს დააწესებდა, ტექსტილის ექსპორტი ყველაზე მომგებიანი იყო.
ფხენიანის პარკში ოჯახი ჩრდილოეთ კორეის კოსმოსური პროგრამის ბანერის უკან პოზირებს.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია