ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ხოშიმინში მა ჰოან ანი თავის აკრობატ ცოლთან, ნგუიენთან, რეპეტიციას გადის. ისინი 2012-ში ჰანოიში დაქორწინდნენ. საჰაერო წარმოდგენისთვის დღეში ორჯერ ვარჯიშობენ.
01.09.16
ცირკის კულისები
ავტორი: კრისტიან როდრიგესი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

ტექსტი და ფოტო: კრისტიან როდრიგესი

ცირკი მომაჯადოებელი სპექტაკლია. მაგრამ ჩემთვის ნამდვილი ჯადოქრობა სცენის მიღმა ხდება. ვიეტნამის ცირკის კულისებში ნანახ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სასცენო შესრულებას შორის პარალელების გავლება მართლაც გამაოგნებელი იყო.

2009-2012 წლებში ვიეტნამში სამჯერ ვიყავი და იქ რვა თვე გავატარე. ჰანოის ცირკის გლამურმა მომხიბლა, მაგრამ შემსრულებლებთან დაახლოების შემდეგ, ამ ვირტუოზების შრომისა და თავდადების წარმოჩენა, მათი სხვა კუთხით ჩვენება მომინდა.

დაახლოება ადვილი არ იყო – ცირკის მსახიობებს ურჩევნიათ, ხალხმა მათ შესრულებაზე ილაპარაკოს და არა მათ ცხოვრებაზე. ნდობის მოსაპოვებლად ნელა უნდა მემოქმედა. ბოლო მოგზაურობისას მათთან ერთად ვცხოვრობდი ჰანოის ერთ მიტოვებულ თეატრში ჩვენივე მოწყო-ბილ ოთახებში.

ჩემმა მიდგომამ გაამართლა. მათ ჩემი ინტერესი და გულწრფელობა დააფასეს და თავიანთი ცხოვრების კარი გამიღეს. სულ მათთან ვიყავი, ვიღებდი ფოტოებს და ყოველდღიურ ყოფას მათთან ერთად ვიზიარებდი. ასეთი იყო მათი ცხოვრება.

ხოშიმინი. წარმოდგენამდე ნგუიენი (ცენტრში) კულისებში ხურდება. მათი შემოსავალი მცირე-ა, თვეში 150 დოლარი, ამიტომ კერძო წვეულებებსა და ღამის კლუბებშიც გამოდიან.
ჰანოი. წარმოდგენის დაწყებამდე დარბაზი იისფრად ნათდება და კვამლით ივსება. შემსრულებლები დილიდანვე იწყებენ ვარჯიშს. ამ ბრწყინვალების მიღმა დიდი მსხვერპლია.
ჰანოი. ლენინის პარკში გასამართ წარმოდგენამდე წუთებია დარჩენილი (საათის ისრის მიმართულებით, ზემოთ, მარცხნიდან): ნგუიენი, კონგი, ხან ჩი, ჰონი და კვიენი.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია