ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ალეუტების კუნძულისთვის ჩვეულ კოკისპირულ წვიმაში ეს თეთრთავა ფსოვი მთლიანად გაილუმპა. წვიმიან ამინდში მტაცებლები ნაკლებად აქტიურები არიან.
01.07.16
პირველი ფრინველი
ავტორი: კლაუს ნიგე
ფოტოგრაფი: კლაუს ნიგე

არწივი არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ჩემი მშობლიური გერმანიისა და სხვა ქვეყნების ეროვნული სიმბოლოცაა. ფოტოგრაფები ამ დიდებულ ფრინველს უმეტესად ცაში მოლივლივეს აღბეჭდავენ. ამ სურათებზე მშვენივრად მოჩანს მათი ბუმბულის საფარველი.

ალასკაში, ალეუტების კუნძულებზე თეთრთავა ფსოვები აღმოვაჩინე. ტალახიანი, სველი ფსოვები ერთმანეთს ებრძოდნენ. ველურები და მძვინვარეები სულაც არ ჰგავდნენ ჩვენს წარმოდგენაში არსებულ ეროვნულ სიმბოლოებს. თუმცა, ფრინველი სწორედ იმ დროს იქცევა შთაგონების წყაროდ, როცა სასტიკ ამინდსა და თანამოძმეებთან კონფლიქტებს უმკლავდება.

სოფელ უნალაშკას შემოგარენში და აშშ-ის უდიდესი თევზსაჭერი პორტის, დაჩ-ჰარბორის მიდამოებში, არწივები მიჩვეულნი არიან ადამიანებს. აქ თევზი ყველგანაა. არწივებიც დაყიალებენ და ნარჩენებს ეძებენ თევზსაჭერ გემებზე. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მეთევზეები ბადეებს ასუფთავებენ; თევზის გადამამუშავებელი ქარხნების სახურავებზეც სხდებიან.

ამ ფოტოების გადასაღებად ისეთ ველურ ადგილებში დავდიოდი, სადაც ეს ფრინველები იყრიდნენ თავს. აქ შემეძლო მათთვის თვალებში ჩამეხედა, კამუფლაჟის გარეშე მივახლოებოდი. ფრთხილად უნდა დავკვირვებოდი მათ, გამომეცნო, რა მოეწონებოდათ. შესაძლოა, ვინმეს 40 არწივის გარემოცვაში გულაღმა მწოლიარეც კი დავენახე.

ალეუტების კუნძულებზე შვიდჯერ ვიყავი და კიდევ ვაპირებ წასვლას. არწივები ძალიან მიყვარს, მათ ფრენა შეუძლიათ, მე კი – არა.

ორი თეთრთავა ფსოვი ადგილისთვის იბრძვის. ერთი მათგანი ქორჭილას აგდებს, რათა შემოჭ-რილი არწივის კლანჭები თავიდან აირიდოსო, ამბობს ნიგე.
თეთრთავა ფსოვი მიწას ათვალიერებს და სხვა ფრინველების დატოვებულ საკვებს ეძებს (ქვევით). 2007 წელს ის შტატების გადაშენების საფრთხის წინაშე მდგარი სახეობების ნუსხიდან ამოიღეს.
„თეთრთავა ფსოვი აყროლებულ საკვებზეც არ ამბობს უარს“, – ამბობს ნიგე. ფსოვები ჯერ კი-დევ ელიან უფასო სადილს იმ სახლთან, სადაც ცხოველისა თუ თევზის ნარჩენებით უმასპინძლ-დებიან (მარჯვნივ).
უნალაშკა. მდინარესთან არწივები ხშირად გროვდებიან. აქ ერთი არწივი მარჩხობში მოცურავე რაღაც არსებას უმიზნებს. „შეხედეთ, როგორ უნდა მისი დაჭერა, გამჭოლი მზერა ერთი წერტი-ლისთვის მიუპყრია“.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია