ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
110 მეგავატის „ნამგალა დიუნების“ მზის ენერგოსადგური 10 000-ზე მეტ სარკეს იყენებს სით-ბური ენერგიის მისაღებად. გამდნარი მარილის ორი ავზი ინახავს სითბოს, რომლითაც წარმოქმ-ნიან ორთქლს და გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას.
01.06.16
მზის ენერგიის ხელოვნება
ავტორი: ჯეიმი სტილინგსი
ფოტოგრაფი: ჯეიმი სტილინგსი

გარემოსდაცვით პრობლემებს ადვილად ვამჩნევთ, მაგრამ როგორია მათი გადაჭრის გზები? პროექტით, რომელიც ტონოპასთან (ნევადა) ახლოს მდებარე მზის ენერგოსადგური „ნამგალა დიუნების“ საჰაერო გადაღებას გულისხმობდა, შევეცადე მეჩვენებინა ადამიანთა სწრაფვა უფრო მდგრადი მომავლისკენ.

ყოველთვის მაინტერესებდა ბუნებისა და ადამიანის საქმიანობის გადაკვეთის წერტილები. როგორც კი მიწის რესურსს ვიყენებთ, ჩვენ შორის მაშინვე წარმოიშობა კონფლიქტი – ხშირად უჩინარი. მივეჩვიეთ სმარტფონების, ავტომობილებისა და კომპიუტერების იმედზე ყოფნას, თუმცა მათ დასამზადებლად, დედამიწის ამოწურვად რესურსებს ვიყენებთ.

ვერტმფრენიდან ფოტოების გადაღებით, ჩემი მიზანია, ვაჩვენო, როგორც ენერგიის ალტერნატიული წყაროს სილამაზე თავისი ფორმებითა და ჩრდილებით, ასევე, თუ როგორ ეწერება ის ლანდშაფტში. თუმცა, მზის ენერგიის გამოყენების პროგრესული იდეაც კი მიწის გამოყენებას ითხოვს.

განახლებადი ენერგოპროექტები ადამიანის პრაქტიკულობისა და ამავე დროს, მისი მეოცნებე ხასიათის კარგი მაგალითია. ეს სერიაც ჩვენი ოცნებების რეალობად ქცევის ვიზუალური კვლევაა.

სანამ მზე მაღლა აიწევდა, ამ ადგილის თავზე დავფრინავდი რაკურსის საპოვნელად. სინათლემ მოიმატა და კონცენტრაცია დეტალებზე გავაკეთე – ჰელიოსტატების გეომეტრიაზე, მათ კუთხეებზე, ჩრდილებზე. სწრაფად ვმუშაობდი, სინათლე 30 წუთით თუ იყო იდეალური (ეს და მომდევნო სამი ფოტო).
ჰელიოსტატები სხვა რაკურსით.
ჰელიოსტატები სხვა რაკურსით.
ჰელიოსტატები სხვა რაკურსით.
მართალი გითხრათ, ჩემი მისია მხოლოდ ვიზუალური მხარე არ იყო – შთამბეჭდავი კონფიგურაციებისა და ფორმების აღბეჭდვა. ამ ფოტოსესიას პრაქტიკული მხარეც ჰქონდა: მინდოდა, წიაღისეული საწვავის ალტერნატიული წყაროს დოკუმენტირება.
თეგები: 
ენერგია
მზე
ელექტროენერგია
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია