ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
გრენლანდიის მყინვარული ფარის თავზე სფეროები, რგოლები და რკალები კიდია. ეს ოპტიკური ფენომენი მაშინ ხდება, როდესაც ყინულის კრისტალებს მზის სინათლე გარდატეხს
01.09.15
დედამიწის დასალიერი
ავტორი: მურეი ფრედერიქსი
ფოტოგრაფი: მურეი ფრედერიქსი

როგორ გამოიყურება... არაფერი? გრენლანდიაში ამის გასარკვევად გავემგზავრე. სამი წლის განმავლობაში ამ კუნძულს ექვსჯერ ვესტუმრე. მე იქ კრიალა თეთრმა სიცარიელემ მიმიზიდა. ეს ყოველგვარ დამახასიათებელ ნიშნებს მოკლებული ლანდშაფტია, სრულყოფილი სიბრტყე, ყინულოვანი ჰორიზონტი.

ამ შორეული ადგილის გადაღება მძიმე შრომა იყო. გრენლანდიის მყინვარულ ფარზე, თითოეული ჩასვლისას, ქარბუქში თვეობით ვრჩებოდი კარავში. ყველაზე გაუსაძლის წუთებში ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი, მიმაჩნდა, რომ ეს სამუშაო ამხელა რისკად არ ღირდა.

მაგრამ გავაგრძელე და ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად გამომიკეთდა განწყობაც და ფოტოებიც. როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ხარ ამგვარ სიცარიელეში, შენი შინაგანი და გარეგანი სამყარო ერთმანეთს ერწყმის. აზროვნება ნელდება და გონება ნებისმიერ ცვლილებას, სინათლისა თუ ამინდის მცირე გადახრასაც კი, დრამატულად აღიქვამს. ამ გრძელ თვეებში შექმნილი ჩემი ფოტოსესია დოკუმენტურად ასახავს იქ ყოფნის შეგრძნებას: ეს იყო „უნიკალური არაფერი დედამიწაზე“.

რადიოსადგურზე მომუშავე პერსონალის ნივთები ირგვლივაა მიმოფანტული. DYE3, ინტერიერი #4, საძინებელი
ღრუბლის ჯაჭვი და ციალი (ზემოთ, მარჯვნივ). ციალი ჩნდება, როდესაც დედამიწის ზემო ატმოსფეროში მზის სინათლის ფოტონები აგზნებენ ჟანგბადისა და აზოტის ატომებს. ასევე, ჩანს ლინზისებური ღრუბლები. ესპანორამა (მარცხნივ) უჩვენებს, თუ რა ხდება, როდესაც ცივი ჰაერის მასებში მაღალი სიჩქარის ქარები აიტყორცნება.
ღრუბლიან დღეს ცისფერი ჰორიზონტის ხაზია, მიწასა და ცას რომ ჰყოფს. ამ პროექტით მსურდა გამერკვია, შესაძლებელია თუ არა ფოტოსესია, როდესაც არანაირი ჩვეული გადასაღები სუბიექტი არ გყავს. მყინვარული ფარი #2426
გრენლანდიის მყინვარულ ფარზე ბინადრობის მცირე ნიშნები არსებობს. იქ რამდენიმე მიტოვე-ბულ რადიოსადგურს გადავაწყდი. 25 წლის წინ, აქაურობა სწრაფად, ცივი ომის დასრულებისთანავე მიუტოვებიათ. DYE2 (რაკეტის დეტექტირების სადგური), გრენლანდიის მყინვარული ფარი, სამი გამოსახულებისაგან შემდგარი პანორამა
ხედს არაფერი ეღობება და ჩანს, სად ხვდება ერთმანეთს განსხვავებული ტემპერატურისა და ტენიანობის დონეების ჰაერის მასები.
ღრუბლიან დღეს ცისფერი ჰორიზონტის ხაზია, მიწასა და ცას რომ ჰყოფს. ამ პროექტით მსურდა გამერკვია, შესაძლებელია თუ არა ფოტოსესია, როდესაც არანაირი ჩვეული გადასაღები სუბიექტი არ გყავს.
თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია