ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
01.08.15
ადამიანები თავიანთ კონტექსტში
ავტორი: ლევან ხერხეულიძე
ფოტოგრაფი: ლევან ხერხეულიძე

ვერ ვიტყვი, რომ „პორტრეტისტი“ ვარ და როცა ასე მომიხსენებენ, ცოტა ვღიზიანდები ხოლმე. უბრალოდ, პორტრეტის გადაღებაც ძალიან მიყვარს. მიზიდავს ადამიანის „დანახვა“, ანუ მასზე დაკვირვება და მისი შინაგანი სამყაროს ამოცნობა. ვიღებ მხოლოდ შავ-თეთრ პორტრეტებს. ჩემთვის ფერს მოაქვს „ზედმეტი“ დეტალები, რომლებიც ყურადღებას იპყრობს იმ მთავარის ხარჯზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია – ესაა კონკრეტული ფსიქოლოგიური აქცენტი, თავისებურება, რომელიც მე ადამიანში მაინტერესებს. მხიბლავს ხასიათის მოუხელთებელი თვისების დაჭერა და მისი გამოსახულებად გადაქცევა. არასოდეს მომწონდა სტუდიური გადაღებები, ბუნებრივი განათება ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანია. როგორც წესი, ვიღებ მათ, ვისაც ვიცნობ, ვისაც ერთხელ მაინც შევხვედრივარ. პორტრეტის გადასაღებად სამი რამ არის მთავარი: ჩემი განწყობა, მისი გუნება-განწყობილება და გარემო, რომელშიც ვიღებ. ჩემთვის სწორედ გარემოა ძალიან მნიშვნელოვანი და არა განცალკევებული პორტრეტი. არ არის აუცილებელი, ეს გარემო ადამიანის ყოველდღიურობასთან იყოს კავშირში. ზოგჯერ მე და ის, ვის პორტრეტსაც ვიღებ, მისთვის სრულიად უცხო ადგილას მოვხვედრილვართ და უცებ დამინახავს რომ სწორედ იქაურობა „სჭირდება“, ესადაგება და უხდება მის პორტრეტს. მიყვარს ადამიანისა და გარემოს არსებითი თანხვედრა.

ნინო კირთაძე, 2006 წ.
გიო მგელაძე და ბენჯი
თამუნა მელიქიშვილი, 2015 წ.
გოგი გვახარია
გუგა კოტეტიშვილი, 2014 წ.
ილიკო სუხიშვილი, 2005 წ.
მარინა ამზაშვილი და იურა ბერიშვილი, 2015 წ.
ნატა ბუაჩიძე, 2014 წ.
სანდრო რამიშვილი, 2008 წ.
თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია