ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ქალბატონი ე. ი. თამამშევა ქალაქ მონტე-კარლოში კიბეზე, რომელიც აერთებს ქალაქის ქვედა ნაწილს ზედასთან, მონაკო, 1907 წელი.
25.07.15
ფირზე აღბეჭდილი ევროპა
ავტორი: ნინო ძანძავა
ფოტოგრაფი: ნინო ძანძავა

გიორგი (გიგლო) ყარალაშვილის (1844-1924) ფოტოები საზოგადოებამ პირველად წელს, ევროკავშირის დღის აღსანიშნავად, ევროკავშირისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით გამართულ გამოფენაზე იხილა. ყარალაშვილის ფოტოკოლექცია, რომელიც მინის სტერეოსლაიდებისა და ნეგატივებისგან შედგება, საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.

გიორგი (გიგლო) ყარალაშვილი სამხედრო მოხელე იყო, თუმცა მისი ფოტოკოლექცია მოწმობს, რომ საქმე გვაქვს ფოტოგრაფიის დახვეწილ ოსტატთან, რომელმაც ამიერიდან ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს.

ფოტოების ფორმატია 4.5X10.7 – ფართო პრაქტიკული გამოყენების მქონე ე. წ. ვერასკოპის ფორმატი. ამ ფორმატის სტერეოფოტოების გადამღები კამერები ძვირი, თუმცა მოსახერხებელი იყო. მცირე ზომის მსუბუქი კამერა მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლეოდა და ყველაფერთან ერთად, გარშემომყოფთა ყურადღებასაც ნაკლებად იქცევდა.

ყარალაშვილის ფოტოგრაფია თავისუფლად ეწერება საუკუნის დასაწყისის ევროპული ფოტოგრაფიის კონტექსტში, უფრო მეტიც, მისი ხედვა როგორც მოდერნისტული ეპოქის საწყისი პერიოდის, ასევე თანამედროვეობის შესაბამისია. ფოტოს მინაწერები ეკუთვნის გიგლო ყარალაშვილს.

ყვავილების ბრძოლა. მარი ენბადი, ავსტრო-უნგრეთის იმპერია, 1911 წელი.
ბიარიცის სანაპირო, საფრანგეთი, 1912 წელი.
ბრიუსელის ერთ-ერთ ქუჩაზე, ბელგია, 1910 წელი.
გამყიდველი ქალი გზაზე. მარიენ ბადი, ავსტრო-უნგრეთის იმპერია, 1912 წელი.
ქალბატონები - კაპშა და ე. ი. თამამშევა სასტუმრო მეტროპოლთან. მონტე-კარლო, მონაკო, 1907 წელი.
კორიდა სან-სებასტიანში, ესპანეთი, 1912 წელი.
თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია