ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
25.06.15
გაფართოებული თვალებით
ავტორი: მარტინ ოეგერლი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

ძალიან მაინტერესებს ევოლუცია. დროთა განმავლობაში თვალებმა განსაცვიფრებელი ადაპტაციები განიცადეს. ეს მამრი ერთდღიურაა, ე. წ. ჩალმიანი თვალებით – ჩალმის ფორმის გადიდებული თვალებით თავის ზედა ნაწილზე. მამრი თვალებს მწუხრის მკრთალ სინათლეზე მდედრის სილუეტის დასაზვერად იყენებს. თუ ამ ქვეყანას მხოლოდ ერთი დღით მოევლინე, როგორც ეს ზრდასრული მამრი, ჭამა აღარ გჭირდება. მთავარია, ვეებერთელა თვალებით იპოვო მდედრი, სანამ მოკვდები.

მე კიბოს მკვლევარი ვარ, თუმცა სამეცნიერო ფოტოგრაფადაც ვმუშაობ „მიკრონავტის” სახელით. „მიკრო” იმიტომ, რომ ქალაქ მუტენცში, გამოყენებით სასიცოცხლო მეცნიერებათა სკოლაში, ელექტრონული მიკროსკოპით ვიღებ ძალიან პატარა საგნებს. „ნავტი“ იმიტომ, რომ სკანერით კოსმონავტს ვგავარ, „დავფრინავ“ და აღმოჩენებს ვაკეთებ. სკანერი შავ-თეთრ გამოსახულებებს ქმნის, რომელთა გასაფერადებლად მთელი კვირა მჭირდება. ამ სახის კვლევა მეცნიერულად მნიშვნელოვანია და მეტად მომხიბლავიც.

ხილის ბუზს ფასეტური თვალი აქვს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბალანი, შესაძლოა, ჭუჭყისგან იცავდეს ქუთუთოების არმქონე თვალებს
ფსევდო-მორიელ Chelifer cancroides-ს მხოლოდ რამდენიმე რეცეპტორით აღჭურვილი თვალების პრიმიტიული ნაკრები აქვს. ზოგიერთ სახეობას აკლია გარეგანი თვალები და სინათლის აღქმისთვის კანქვეშა რეცეპტორებს იყენებს.
ხტუნია ობობას რვა თვალი აქვს. მანძილს უნიკალური ბადურის წყალობით საზღვრავს. ეს პატარა მტაცებელი საკუთარ ზომაზე 10-ჯერ მეტ მანძილზე ხტება.
თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია