ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
მექორწილეები თემს ამცნობენ შეუღლების ამბავს. მანუშიკი (პატარძალი) მართლაც მშვენიერი გოგონაა.
25.05.15
კარაკოიანები
ავტორი: ნათელა გრიგალაშვილი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

ზოგადად, ვფიქრობ, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება ქვეყნის ძალიან დიდი სიმდიდრეა. ყოველთვის მიზიდავდა სხვადასხვა ხალხების თუ სუბკულტურების ტრადიციები და რიტუალები. განსაკუთრებით მაინტერესებს ის, რაც საქართველოში ხდება. საოცარია, მაგრამ ხშირად, ქართველებმა, როგორც ეთნიკურად ყველაზე მეტმა ამ ქვეყანაში, საერთოდ არ ვიცით, რა ხდება ჩვენ გვერდით. ხშირად მეკითხებიან აქ გადაღებულ ფოტოებზე – ეს საქართველოა?

კადრში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და მისი უშუალო გარემოა. ასევე, ყოველთვის მინდა ადამიანების ემოცია გადმოვცე – რას განიცდიან რიტუალების დროს. ზოგადად, მიყვარს ფერებით და ხალხით გაჯერებული დინამიკური კადრები.

ეს ფოტოამბავი ჩვენი ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქეების, რუდიკ კარაკოიანისა და მანუშიკის, როგორც სოფელში ამბობენ, „უკვე კარაკოიანის” ქორწილს ასახავს. რამდენჯერმე ჩავედი ჯავახეთში, სოფელ ფარავანში და მათთან ერთად ვემზადებოდი ამ დღისთვის. ბევრი სახალისო და უცნაური რიტუალია მათ ქორწილში, რომლებიც, ჩემი აზრით, მხოლოდ ჯავახეთში მცხოვრებლებისთვის არის დამახასიათებელი და ამ რიტუალებს ერთმნიშვნელოვნად სომხურს, ან ცალსახად ქართულს ვერც კი დაარქმევ.

კაბა გარდამავალ დროშასავითაა და ხანდახან, რამდენიმე პატარძალი იყენებს. კაბამ უნდა „იპოვოს“ პატრონი. მას სოფელში დაატარებენ „დამალული“ პატარძლის მოსაძებნად. ბოლოს, კაბა პატრონს პოულობს (მომდევნო ორი ფოტო).
პატარძალი კაბაში
პატარძალი კაბაში
სუფრა ბევრ ოჯახში იშლება მეფე-პატარძლის დასალოცად. ხშირად, ნათესავებთან მათ აუცილებელ შემოვლას არ ელოდებიან და პატარა ქეიფს აჩაღებენ.
ფარავნის ქორწილს ბევრი პეწიანი რიტუალი აქვს, მაგ. წვრილი ფულით სიმბოლური „გამოსყიდვა“.
მამალი ნაყოფიერების სიმბოლოა, რითაც თემს ეცნობება – „ქალი უკვე ჩვენია“!
პატარძლის მიღება ოჯახში – სიტკბოს შემოსატანად თაფლით გამასპინძლება მხოლოდ დედამთილის უფლებაა.
თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია