ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
სამშენებლო ზონაში განლაგებული ტეტრაპოდები. მათ ნაპირიდან 250-300 მეტრში აწყობენ. 4 კმ-ის სიგრძეზე 10 ტალღმტეხის აგება იგეგმება სანაპირო ზოლის გასამაგრებლად. ტალღმტეხები ზღვის მოქცევას შეანელებს და შტორმის დროს დატბორვისგან დაიცავს ანაკლიას.
25.03.15
ქაოსიდან სიმეტრიამდე
ავტორი: თაკო რობაქიძე
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

ტალღმტეხების მშენებლობა არასდროს მენახა და როდესაც ანაკლიის ტურისტული ზონის ცენტრში ქვის რამდენიმე უცნაური ფიგურა შემხვდა, უბრალოდ თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ნიმუში მეგონა. ფოტოები გადავუღე და გავუყევი სანაპიროს პატრიოტთა ბანაკისკენ. ბანაკს მივუახლოვდი და არარეალურ სამყაროში აღმოვჩნდი: ნაცრისფერი ცის და იურგენ მაიერის პირსის ქანდაკების ფონზე ისევ ის ფიგურები დავინახე – ათასობით ქვის კონსტრუქცია, ჯარისკაცებივით რომ იდგა სანაპიროზე. ეს ადგილი მეცნიერულ-ფანტასტიკური ჟანრის ფილმის გადასაღებ მოედანს ჰგავდა. აქ ტალღმტეხების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს „ჯარისკაცები“ კი ტეტრაპოდებია – ბეტონის ოთხწახნაგოვანი კონსტრუქციები, რომელთაც ტალღმტეხების ასაგებად იყენებენ. ადამიანები დილიდან შუაღამემდე მუშაობენ. საინტერესო ისაა, რომ მთელი პროცესი (მასალის შერევა და ტეტრაპოდების ჩამოსხმა) იქვე მიმდინარეობს.

ფოტოგადაღებისას ხშირად ვცდილობ, კადრი იყოს „დალაგებული“ (თუნდაც შეკრული დავარქვათ). მიყვარს, როდესაც ობიექტები კადრში ერთმანეთის მიმართ გარკვეული წესრიგითაა განლაგებული, კადრი დაბალანსებულია (მყარია და არ „ყანყალებს“). ეს წონასწორობა, ჩემი აზრით, ხან ობიექტების განლაგებით, ხან ფერებით, ხან განათებით, ხან კი ყველა ამ კომპონენტის სინთეზით მიიღწევა.

გაშლილ სივრცეში განლაგებული ამდენი „სწორი“ გეომეტრიული ფორმა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ტალღმტეხების მშენებლობის პროცესის გადასაღებად რამდენიმე დღე დავრჩი და თან ვცდილობდი იმ ადამიანთა ემოციების დაჭერას, რომლებიც ქაოსიდან სიმეტრიას ქმნიან.

ტერიტორიაზე მუშაობა გვიან ღამითაც არ წყდება.
მშენებლები სპეციალურ ყალიბში ასხამენ სულფატომედეგ ბეტონს ტეტრაპოდის დასამზადებლად.
ჩამოსხმული ტეტრაპოდი დაახლოებით ათ ტონას იწონის.
გემი საკვანძოა ტალღმტეხების მშენებლობის პროცესში. ტეტრაპოდების განსათავსებელი ადგილის მონიშვნის შემდეგ, ამ გემის დახმარებით ატრიალებენ მცურავ ამწეს და სატვირთო გემს.
სატვირთო გემის მოტრიალების პროცესი.
სატვირთო გემის მოტრიალების პროცესი.
თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია