ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ნისლეული როზეტა (NGC2237). დედამიწიდან 5200 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ნისლეულის ნათებას მის ცენტრში განლაგებული ახალგაზრდა ცხელი ვარსკვლავების გამოსხივება განაპირობებს.
25.01.15
პირველი დაჩხაკუნება
ავტორი: დავით დვალი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

ასტროფოტოგრაფიისადმი ინტერესი ნელ-ნელა გამიღვივდა. ტელესკოპი შარშან ნოემბერში შევუკ-ვეთე. 31 დეკემბერს ჩამოვიდა და გადაღებებიც დავიწყე. ბუნებრივია, სანამ რაიმე ხელშესახები შედეგი მექნებოდა, არამარტო თეორიულად უნდა ვყოფილიყავი მზად, არამედ მრავალი მარცხი უნდა განმეცადა. ეს კიდევ უფრო მიმძაფრებდა ჟინს. გამოვიწერე უამრავი ლიტერატურა, გავწევრიანდი ასტროფოტოგრაფთა რამდენიმე ფორუმში. ვდებდი ჩემს ნამუშევრებს. ვიღებდი კრიტიკას და ვსწავლობდი. ნელ-ნელა ისეთ აზარტში შევედი, რომ ღამეებს ჩემს აივანზე ვატარებდი. დღე-ღამე ამერია. ჩემი საყვარელი საქმე, უფრო მეტიც, დაუძლეველი ვნება გახდა. ცის იდუმალება მიზიდავს.

ნახევარი წელი დამჭირდა, რომ რამდენადმე ღირებული პირველი ფოტოები მიმეღო. დღემდე უკვე 300-ზე მეტი საათის მასალა მაქვს დაგროვილი. უშუალოდ გადაღებების პროცესს ვგულისხმობ. თავად ფოტოების დამუშავებაზე დახარჯული დრო კიდევ ცალკეა, ისევე როგორც ცალკეა სხვადასხვა წარუმატებელ პროექტზე მუშაობის პერიოდი.

ცხადად მახსოვს 2013 წლის 31 დეკემბერი; აღელვებულმა გავხსენი ყუთები და ტელესკოპი ინსტ-რუქციის მიხედვით ავაწყე. სხვათა შორის, მეტი დრო წაიღო, ვიდრე მეგონა (არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ სწრაფი პროცესი იქნებოდა). შემდეგ იუპიტერისკენ მივმართე, გავხედე და პირველად დავრჩი მარტოდმარტო უკიდეგანო ცასთან... არასდროს დამავიწყდება პირველი განცდა, როდესაც ცაზე რაღაც ნათელი, მაგრამ გათხაპნილი წერტილი გამოჩნდა. ნელ-ნელა ტელესკოპის ფოკუსირება დავიწყე. იუპიტერი თითქოს წინ წამოვიდა, კონტურები მოეხაზა, შემდეგ ფერები გამოეკვეთა. ჟრუანტელმა დამიარა. პირველად „შევიჭვრიტე“ კოსმოსში და პირველად დავაჭირე თითი ფოტოაპარატის ღილაკს ჩემი პირველი ფოტოს გადასაღებად.

სრული ინტერვიუ დავით დვალთან

ანდრომედას გალაქტიკა (M31); 2,5 მლნ სინ. წ/1 ტრლ. ვარსკვლავი.
ნისლეული „ნახევარმთვარე” (NGC6888); 5000 სინათლის წ.
ნისლეული „ტრიფიდი” (M20); 5200 სინათლის წ.
ნისლეული „ორიონი” (M42); 1344 სინათლის წ.
შემოქმედი სვეტები (M16); განადგურდა ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად, რასაც 1000 წლის შემდეგ დავინახავთ.
ნისლეული „გული“ (IC1805); დაშორება 7500 სინათლის წელი. კასიოპეას თანავარსკვლავედში.
თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია