ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ღამის ხანძარი ჯადოსნურ სინათლეს ასხივებს ეს სცენა ხანგრძლივი ექსპოზიციით გადაიღეს აწყვეტილი ცხენების სრბოლის გასაშუქებლად.
25.11.14
ხანძარში
ავტორი: მარკ თისენი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

ტყის ხანძრების ფოტოგრაფირება ჩემი ვნება და ჩემი ძველი, საყვარელი საქმეა. ცეცხლის იდუმალება მიზიდავს. გნებავთ, შეშლილი დამიძახეთ, მაგრამ ვთვლი, რომ ხანძარი იმდენად ლამაზია, რამდენადაც შემაძრწუნებელი. უნდა გაითვალისწინოთ: ცვალებადი ცეცხლი, მხრჩოლავი ნაკვერჩხალი, ალი, კვამლი, ორთქლი... მთავარია ლოდინი: უნდა შეისწავლოთ ლანდშაფტი, ესაუბროთ მეტეოროლოგებს, რჩევა ჰკითხოთ მეხანძრეებს. გამოთვლით მოსალოდნელ საფრთხეებს და იცით, როგორ გადარჩეთ. ტყის ხანძარი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მოვლენაა. მისი ენერგია თავს არარაობად გაგრძნობინებთ. ტყის ხანძრების ფოტოგრაფირება ბენზინის აუზში დგომას ჰგავს, რომელიც ეს-ესაა აალდება.

ხანძრებმა ჩემი გონება პირველად ბოისში (აიდაჰოს შტატი), გაზეთში მუშაობისას დაიპყრო. დავდიოდი სახანძრო სკოლაში უსაფრთხოების ზომების შესასწავლად. დავუახლოვდი მეხანძრეებს. National Geographic-ის ეგიდით მეხანძრე-პარაშუტისტებთან ვცხოვრობდი ციმბირში. მოგვიანებით, ექვსი კვირა ამერიკელ მეხანძრეებთან მონტანაში გავატარე. მინდა, ფოტოგრაფიის ენით დეტალურად გიამბოთ ტყის მეხანძრეებზე. მათთვის საკუთარი საქმე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სამუშაო. ეს მათი ცხოვრების სტილია. ისინიც ჩემსავით ცეცხლის „წერამ აიტანა“.

ფოტოგრაფ მარკ თისენის სამუშაო თემატიკა ფართო სპექტრს მოიცავს: არქეოლოგიას, ნანოტექნოლოგიებს თუ ჯიმი კარტერსა და მიდვეის ბრძოლას. ხანძრებით გატაცებამ ის რუსეთში, ამერიკის შუა დასავლეთში, შემდეგ კი მშობლიურ კალიფორნიაში ჩაიყვანა.
ეროუჰედის ტბასთან (კალიფორნია) სანტა-ანას ქარები ტყის ხანძრებს აღვივებენ.
მოსახლეობა სპეცბრიგადების სიმამაცესაა მინდობილი. მეხანძრეებმა მათი სიცოცხლე და საკუთრება უნდა გადაარჩინონ. მეხანძრეთა სკოლაში ყოფნისას ფოტოგრაფმა იოლად შეაღწია მათ სამყაროში.
ორთქლი მოახლოებული აალების მანიშნებელია; ხის კენწეროებზე მოდებულ ხანძრებს ატომური ბომბის ეკვივალენტური ენერგიის გამოთავისუფლება შეუძლია.
ბოისის ტყის ეროვნული ნაკრძალი, აიდაჰო: ხანძარს წყლის ჭავლით ებრძვიან. „ცეცხლი თავის ჭკუაზე დადის, – ამბობს მარკ თისენი, – ჩვენ თითქმის არ შეგვიძლია მისი კონტროლი“.
ტიპური რუსი: მეხანძრე-პარაშუტისტები მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არიან. ციმბირის უდაბურ ტყეებში ისინი იმ მიწაზე ცხოვრობენ, რომელსაც იცავენ.
მეხანძრეები არყის ტოტებით ებრძვიან ცეცხლის ალს. ისინი ჯერ ტყის მცველები არიან, მერე – მეხანძრეები.
ციმბირის მზის შუქი გადამწვარ მიწას ასხივებს და ახალი სიცოცხლისათვის ამზადებს. ცეცხლი 400 მილიონი წელი უცვლიდა ფორმას ჩვენს სამყაროს. ყოველდღიურად მილიონ დარტყმას ელვა აყენებს დედამიწას.
რუსი მეხანძრე-პარაშუტისტები ჩრდილოეთის ტყეებში ალს მიჰყვებიან.
თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია