ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ბანდჰავგარჰის ეროვნული პარკი. ინდური ვეფხვი 50-გრადუსიან სიცხეში აყროლებული ტბორიდან იკლავს წყურვილს.
25.04.14
გახსნილი იდუმალი სამყარო
ავტორი: მაიკლ ნიკოლსი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

ისინი საშიშები და მფრთხალები არიან, ფოტოხაფანგში ებმებიან. თავდაპირველად ხაფანგებს კვლევითი მიზნებისთვის იყენებდნენ, სადაც რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარისხი. ფოტოაპარატი მაშინ ამუშავდება, როდესაც ობიექტი ინფრაწითელ სხივს გადაკვეთს. მკვლევრებისთვის სქემატურად განთავსებული ფოტოაპარატები ცხოველების დათვლის ორიგინალური საშუალებაა. ფოტოგრაფებისთვის კი - ველური ბუნების მოუხელთებელი წარმომადგენლებისთვის უნიკალური სურათების გადაღების შანსი.

ფოტოგრაფმა მაიკლ „ნიკ“ ნიკოლსმა მთელი ცხოვრება ველური ბუნების ჭეშმარიტი მომენტების სურათებად ქცევას მიუძღვნა. 1993 წელს ნიკოლსმა პირველად დააყენა ფოტოხაფანგი ლეოპარადის ფოტოს გადასაღებად. მარცხიანი და შეცდომებით სავსე თვეები ელოდა, ვიდრე ხაფანგმა ვარგისი სურათი გადაიღო. ციფრული ტექნოლოგია და გამოცდილება ფოტოგრაფს საქმის სრულყოფაში ეხმარება. 

ნიკოლსი ჯერ სამიზნე ცხოველს ირჩევს. შემდეგ ფოტოაპარატს იქ ათავსებს, სადაც ცხოველი ხშირად მიდის; აპარატს გულმოდგინედ ასწორებს, თითქოს გადაღების მომენტში იქ ყოფნას აპირებდეს. გადაღებისას მან ისევე უნდა იმუშაოს, როგორც ფოტოგრაფის ხელში. შემდეგ ველური ბუნების ქმნილებები თავად იღებენ საკუთარ ფოტოებს. „ეს ფანდი არ არის“, ამბობს ნიკოლსი. ფოტოაპარატები იქ არის განთავსებული, სადაც ცხოველი აუცილებლად მივა, მაგალითად წყლის დასალევად. მათ იქ არ იტყუებენ. ფოტოგრაფი თითქოს იდუმალ სარკმელს ჭრის ველური ცხოველის ფსიქიკაში, „იქ, სადაც ჯერ არავინ ყოფილა“ და იქიდან აღბეჭდავს მათ ქცევებს.

"ამ ფოტოების ნახვა ერთი სიამოვნებაა", ამბობს ნიკოლსი. ფოტოაპარატები სიურპრიზების იშვიათ საცავებად იქცნენ.

ადამიანებთან ფრთხილი მეჭეჭიანი ღორები ერთმანეთს ერკინებიან და წამით თავიანთი იდუმალი სამყაროს ჭვრეტის საშუალებას გვაძლევენ.
ზაკუმის ეროვნული პარკი (ჩადი). აფრიკულ სარწყულებელთან მოსული სპილოები.
ლეოპარდმა, ფაქტობრივად, თავი გასცა, დაბრუნდა იქ, სადაც ცოტა ხნის წინ მკვდარი ნიანგი იპოვეს.
აფრიკა, ჩადი. ზაკუმის ეროვნული პარკის დირექტორის საცურაო აუზიდან გადმოსული წყლის გუბესთან ცნობისმოყვარე ბაბუინები (ზევით) საოჯახო ფოტოებს იღებენ. ადამიანებთან ფრთხილი მეჭეჭიანი ღორები ერთმანეთს ერკინებიან (მარცხნივ, ზევით) და წამით თავიანთი უნიკალური სამყაროს ჭვრეტის საშუალებას გვაძლევენ. წყალი სპილოებსაც იხმობს (მარცხნივ, შუაში). ლეოპარდმა (მარცხნივ, ქვევით), ფაქტობრივად, თავი გასცა, დაბრუნდა იქ, სადაც ცოტა ხნის წინ მკვდარი ნიანგი იპოვეს.
ჩრდილო-ცენტრალურ ინდოეთში მაიმუნები ბანდჰავგარჰის ეროვნულ პარკში მაცოცხლებელ სარწყულებელთან ისვენებენ.
ინდოეთი. ნიკოლსი თვეები ელოდა ამ ფოტოს. წყლამდე რომ მივიდეს, ვეფხვი (ზევით) უფსკრულს ახტება. ფოტოხაფანგის უამრავი მარცხიანი ცდა, ნამდვილად ღირს ერთ ასეთ ფოტოდ. საკუთარი ტერიტორიის მცველი ტერიტორიულ დავას „წყვეტს“ მეორე ვეფხვთან (მარცხნივ, ზემოთ). ჩრდილო-ცენტრალურ ინდოეთში მაიმუნები (მარცხნივ, შუაში) ბანდჰავგარჰის ეროვნულ პარკში მაცოცხლებელ სარწყულებელთან ისვენებენ. უკანა პლანზე მაიმუნი მტაცებლებს ზვერავს, მაგალითად, ლეოპარდს (მარცხნივ, ქვევით), რომელიც იმ დღეს, მოგვიანებით გამოჩნდა.
ჩადში, ზაკუმის ერონული პარკის გზის პირას ლომები (ზევით) ხაფანგმა იმ მომენტში გადაიღო, როცა ისინი მსხვერპლს შეექცეოდნენ. გაბონში, მზის ჩასვლისას, მეწამული ცის ქვეშ, სპილო ფოტოაპარატის ობიექტივის წინ მთელი სამი წუთი პოზირებდა.
გაბონში, მზის ჩასვლისას, მეწამული ცის ქვეშ, სპილო ფოტოაპარატის ობიექტივის წინ მთელი სამი წუთი პოზირებდა.
თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია