ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
სოხუმი, 1993 წლის ნოემბერი. ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხელახლა დაკრძალვა. აფხაზები 150-მდე მებრძოლს ექსჰუმაციას უკეთებენ, მათ ვინაობას ადგენენ და თავიდან მარხავენ.
25.02.14
უცნაური აფხაზეთი
ავტორი: თომას დვორჟაკი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

ომის დროს დაღუპული აფხაზი მეომრები "ახალ სოხუმში" მორგთან დამარხეს. სოხუმზე კონტროლის დაბრუნების შემდეგ აფხაზები ორი თვე ეძებდნენ ამ სასაფლაოს, რათა დაღუპულები ოჯახებისთვის გადაეცათ და ღირსეულად დაესაფლავებინათ. ამ მომენტს ფოტოგრაფი თომას დვორჟაკიც ორი თვე ელოდა.

„ექსჰუმაციას სამი დღე დაჭირდა. იდგა საშინელი სუნი და სამი დღე გადაუღებლად წვიმდა. ამაზე საზარელი ცხოვრებაში არაფერი მინახავს. ფოტოზე არავის ვიცნობ.  უცებ ქალი გამოჩნდა, დაღუპულ ნათესავებს ეძებდა. უცნაური კადრი იყო: გრძელ, ელეგანტურ პალტოში გამოწყობილი ქალი აირწინაღით და ეს ხალხი მის გარშემო, თითქოს არაფერ შუაში რომ არ არის, მშვიდად საუბრობს. ეს საქართველოში გადაღებული ჩემთვის მნიშვნელოვანი პირველი კადრია. ყველაფერთან ერთად, ალბათ, ამ ფოტომაც დამტოვა აქ შემდეგი ოცი წელი...

თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ აფხაზეთში. ახლა შთაბეჭდილებები ნაკლებად მძაფრია, მაგრამ მაინც ტკივილიანი. აფხაზებს ოლიმპიადის დიდი მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა არავინ დასაქმდა. მუშახელი ჩრდილო კავკასიიდან გადმოიყვანეს. იმედგაცრუება დიდია. აფხაზეთი გაქვავებულ პარკს ჰგავს. გარშემო ყველაფერი პოსტსაბჭოურია. თითქმის ყველა ტურისტიც რუსეთიდანაა. ოლიმპიადის მშენებლობიდან ჩამოდიან დასასვენებლად. სამხედროები და მათი ოჯახებიც შვებულებას აქ ატარებენ. მოსწონთ აფხაზეთი ალბათ იმიტომაც, რომ საბჭოთა კავშირს აგონებთ - ძველი საბჭოური ბიუროკრატიითა და რესტორნებთან დაბმული დათვის ბელებით. მართალია, სოხუმში თითქოს რაღაცები შენდება, მაგრამ ეს ამინდს ვერ ცვლის. აფხაზეთი დღეს ბევრად უფრო ჰგავს საბჭოთა კავშირს, ვიდრე სხვა რომელიმე რეგიონი კავკასიაში“.

მარცხნიდან მარჯვნივ: 2013 წლის მარტი. სამეგრელოში მცხოვრებნი ენგურის ხიდის გადაკვეთისას ზუგდიდიდან გალისკენ მიმავალ გზაზე; 2011 წლის აგვისტო. რიწის ტბისკენ მიმავალ გზაზე; 2011 წლის აგვისტო. სოხუმის სამხრეთი გარეუბანი. ე.წ. აფხაზური არმიის სამხედრო წვრთნა; 2011 წლის აგვისტო. სოჭიდან ჩამოსული რუსი ტურისტები ათვალიერებენ ახალი ათონის მონასტერს; 2013 წლის მარტი. გულრიფშთან ახლოს, 1992-93 წლებში დანგრეული ტუბ-დისპანსერი.
2011 წლის აგვისტო. რიწის ტბისკენ მიმავალ გზაზე.
2011 წლის აგვისტო. სოხუმის სამხრეთი გარეუბანი. ე.წ. აფხაზური არმიის სამხედრო წვრთნა.
2011 წლის აგვისტო. სოჭიდან ჩამოსული რუსი ტურისტები ათვალიერებენ ახალი ათონის მონასტერს.
2013 წლის მარტი. გულრიფშთან ახლოს, 1992-93 წლებში დანგრეული ტუბ-დისპანსერი.
2009 წლის აგვისტო. სოჭიდან ჩამოსული რუსი ტურისტები სტუმრობენ რიწის ტბას.
2013 წლის მარტი, სოხუმი. მაიმუნების ფოტო-გამოფენა (მაიმუნების ლაბორატორია).
2008 წლის აგვისტო, (თბილისი). სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განახლებული საომარი მოქმედების გამო, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაში სულ ახლახან მისული ქვეყნის შიგნით გადაადგილებული ადამიანები.
2008 წლის აგვისტო. რესტორანი ბიჭვინთის ზღვისპირა სასტუმროში. მოზაიკის ავტორია ცნობილი ქართველი მხატვარი კოკა იგნატოვი.
მარცხნიდან მარჯვნივ: 2009 წლის აგვისტო. სოჭიდან ჩამოსული რუსი ტურისტები სტუმრობენ რიწის ტბას; 2013 წლის მარტი, სოხუმი. მაიმუნების ფოტო-გამოფენა (მაიმუნების ლაბორატორია). 2008 წლის აგვისტო, (თბილისი). სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განახლებული საომარი მოქმედების გამო, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაში სულ ახლახან მისული ქვეყნის შიგნით გადაადგილებული ადამიანები; 2008 წლის აგვისტო. რესტორანი ბიჭვინთის ზღვისპირა სასტუმროში. მოზაიკის ავტორია ცნობილი ქართველი მხატვარი კოკა იგნატოვი; 2008 წლის აგვისტო. ბიჭვინთის სანაპირო.
თეგები: 
0
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია