სტატიები >
276 ნიგერიელი მოსწავლის გატაცებამ მთელი მსოფლიო აღაშფოთა. 112 გოგონა კვლავ დაკარგულია, გადარჩენილები კი ცდილობენ, წართმეული მომავალი დაიბრუნონ.
01.03.20
ნინა სტროქლიკი
ბენედიქტ კურზენი

აპრილის იმ ღამით ხელიხელჩაკიდებული პასიანს ბულუ და ესთერ ჟოშუა იარაღის მუქარით გამოდევნეს საერთო საცხოვრებლიდან.

გოგონები ღიასაბარგულიან დიდ სატვირთო მანქანაში შეყარეს, სადაც მათ ერთმანეთი დაკარგეს სხვა დამფრთხალ მოსწავლეთა გარემოცვაში. ბოლოს პასიანსმა მხოლოდ ის გაიგონა, თუ როგორ იკითხა ესთერმა ჩუმად: „რა გველის ახლა?“

შემდეგ ვიღაც გადახტა სატვირთო მანქანიდან. უცებ სხვა გოგონებიც გადაეშვნენ ღამის წყვდიადში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათთვის ესროლათ ან ტყეში დაკარგულიყვნენ, გამტაცებლებთან დარჩენას მაინც გარისკვა ამჯობინეს. პასიანსმა გვერდით გაიხედა, მაგრამ ესთერი სატვირთო მანქანის სიღრმეში აღმოჩნდა. სხვა გზა აღარ დარჩენოდა, მარტომ გაჭირვებით მიაღწია საბარგულის კიდეს და – გადახტა.

ამბოხებულთა ეს დაჯგუფება მთელი ხუთი წლის განმავლობში ტერორში აგდებდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიას. მათი მიზეზით სკოლებიც კი დახურეს. 2014 წელს ქალაქ ჩიბოკში მხოლოდ დროებით გახსნეს გოგონათა საშუალო სკოლა, რათა მოსწავლეებს დამამთავრებელი გამოცდები ჩაებარებინათ. ამ რეგიონში, სადაც გოგონათა ნახევარიც კი ვერ დადიოდა დაწყებით სკოლაში, მათ ყველას გასაოცრად საშუალო სკოლის დამამთვრებელ საფეხურს მიაღწეს. მაგრამ 14 აპრილის დილას ბოკო-ჰარამის (უხეში თარგმანით: „დასავლური განათლება აკრძალულია“) მებრძოლთა სატვირთო მანქანები გამოჩნდა; 276 მოსწავლე ძალით ჩასვეს მანქანების საბარგულში და გაიტაცეს სამბისას ტყისკენ. ამ ბუნებრივი ნაკრძალის სიველურე კარგ თავშესაფარს უქმნიდა ჯიჰადის მიმდევარ დაჯგუფებას ხელისუფლებასთან სისხლიანი ომის საწარმოებლად.

სწორედ ზემოხსენებული თავდასხმით დაიწყო საერთაშორისო კამპანია #BringBackOurGirls (დაგვიბრუნეთ ჩვენი გოგონები). მოსწავლეთა გატაცებამდე ცოტა ვინმეს თუ გაეგო შორეულ ქალაქ ჩიბოკის სახელი, მაგრამ იქ განვითარებულმა მოვლენებმა გამოააშკარავა ნიგერიისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხები –

სამბისას ტყეში გზააბნეული ამინა ალი პატრულმა იპოვა 2016წელს. იმავე წელს მთავრობამ მოლაპარაკებების გზით 21მოსწავლე გაათავისუფლა; 2017წელს კი­82 გოგონა.

კორუფცია, დაუცველობა, გაჭირვებულთა უხილავობა. მედია აშუქებდა ნებისმიერ მიმდინარე ინფორმაციას: 57 მოსწავლე, რომლებიც მალევე გამოექცნენ გამტაცებლებს; კიდევ 10 გოგონა, რომლებმაც თავიანთი მძიმე წარსულის გამო არაერთი სკოლა გამოიცვალეს აშშ-ში; ბოკო-ჰარამის გავრცელებული ვიდეორგოლები, რომლებშიც თვალცრემლიან ტყვეებს აჩვენებდნენ; გოგონათა ორი ჯგუფის, ჯამში, 103 მოსწავლის გათავისუფლების ემოციური კადრები, სავარაუდოდ, გამოსასყიდი თანხისა თუ ამბოხებულ პატიმართა გამოშვების სანაცვლოდ; ოთხი გოგონა, რომლებმაც მოახერხეს და გამოიქცნენ.

276 გატაცებული ჩიბოკელი მოსწავლიდან 112 კვლავ დაკარგულად ითვლება. ფიქრობენ, რომ ზოგიერთი მათგანი უკვე აღარც არის ცოცხალი. ორწელიწადნახევრის წინ ხელისუფლებამ მკაცრად კონტროლირებული კამპუსი მოაწყო, სადაც ტყვეობიდან დახსნილი 100-ზე მეტი გოგონა დააბინავა.

როდესაც ესთერ ჟოშუა ტყვეობიდან გათავისუფლდა, თავისი მეგობრის, პასიანს ბულუს სატელეფონო ზარი მიიღო, რომელიც გატაცების დღესვე გაიქცა ტყვეობიდან. პასიანსმა ურჩია, რომ თავისი მეორე შანსი გამოეყენებინა

სრული ვერსია წაიკითხეთ მიმდინარე ნომერში.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია