სტატიები >
პიონერები
01.03.20
ნინა სტროქლიკი
მკვლევარი სარა მანკო

“ეცადე, რომ სადმე აუცილებლად გახდე პირველი ქალი“, – ურჩია რედაქტორმა პერსპექტიულ ფოტოგრაფ დიკი შაპელს მეორე მსოფლიო ომის ესკალაციის პერიოდში. შაპელმა ეს რჩევა ყურად იღო, საბრძოლო მოქმედების ზონაში ქალი ჟურნალისტების შესვლის აკრძალვა არაფრად ჩააგდო და 1945 წლის ოკინავის ბრძოლის დროს საზღვაო დანაყოფთან ერთად სანაპიროზე შეიპარა. ამისთვის სამხედრო პრესის აკრედიტაცია დროებით ჩამოერთვა, თუმცა მალევე მოიპოვა უშიშარი კორესპონდენტის რეპუტაცია.

1888 წელს National Geographic-ის დაფუძნებიდან მოყოლებული, ქალები მეცნიერებასა და კვლევაში წარმატებებს აღწევდნენ, თუმცა ხშირად ეს მხოლოდ დროებითი აღიარება იყო. ისინი ადგენდნენ ოკეანის ფსკერის რუკებს, იპყრობდნენ უმაღლეს მწვერვალებს, აღმოაჩენდნენ უძველეს ცივილიზაციებს, ამყარებდნენ რეკორდებს სიღრმეში ყვინთვაში და დაფრინავდნენ მთელი მსოფლიოს გარშემო.

„არანაირი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც ქალი ვერ წავა იქ – ან კიდევ უფრო შორს – სადაც კაცები დადიან“,– თქვა მოგზაურმა ჰარიეტ ჩალმერს ადამსმა 1920 წელს: „როდესაც ქალს უყვარს მოგზაურობა, განსხვავებული, მისტიკური და დაკარგული ადგილების ძიება, მას სახლში ვერაფერი დააკავებს“.

და მაინც, ჟურნალში ქალებს, როგორც წესი, მხოლოდ გაკვრით თუ ახსენებდნენ. მათ თავიანთივე ცნობილი ქმრები ჩრდილავდნენ. დანარჩენებს თანამედროვეები საერთოდ იგნორირებას უკეთებდნენ. როდესაც გეოგრაფმა მარი თარპმა 1950-იანი წლების დასაწყისში ტექტონიკური ფილების მოძრაობის თეორიის დამტკიცება შემოგვთავაზა, კოლეგამ ეს „გოგონას ლაყბობად“ შერაცხა. მინიმუმ ერთმა ქალმა ჟურნალ National Geographic-ში სტატიის კაცის სახელით გამოქვეყნება არჩია. მოღვაწეობის პერიოდშივე მსოფლიოში სახელგანთქმული ქალებიც კი სამართლიანი ანაზღაურებისთვის იბრძოდნენ.

National Geographic-ის არქივი პიონერი ქალების ამბებს გვიყვება და ამ სტატიითაც ზოგიერთ

კომეტის აღმოჩენამ მარია პოპულარობა მოუტანა 1800­იანი წლების შუახანებში. იგი ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებებისა და მეცნიერებაში გენდერული თანასწორობისთვის იბრძოდა.
მეცნიერების ისტორიის ფოტოები/ALAMY STOCK PHOTO

მათგანს მივაგებთ პატივს – როგორც წარსულში მოღვაწეებს, ისე თანამედროვეებს.

სრული ვერსია წაიკითხეთ მიმდინარე ნომერში.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია