სტატიები >
საოცარი თავშესაფარი
01.01.16
ჰემპტონ საიდსი
სერგეი გორშკოვი

„გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვრანგელის კუნძულზე! ცხრა თვე მხოლოდ სამ ფერს ვხედავ: თეთრს, შავსა და რუხს. არ მიყვარს აქაური ზამთარი!“

ასე ეგებება დედამიწის ყველაზე მიუდგომელი და მკაცრად დაცული ბუნებრივი ნაკრძალის მცველი სტუმრებს. აქ მოსახვედრად ჯერ ოფიციალური ნებართვის აღება დაგჭირდებათ, შემდეგ, თუ ზამთარია - ვერტმფრენი და თუ ზაფხული - ყინულმჭრელი გემი.

კუნძული თეთრი დათვების ყველაზე დიდი საბინადროა მსოფლიოში. აქაა წყნაროკეანური ლომვეშაპის უდიდესი პოპულაცია და აზიაში ერთადერთი, თეთრი ბატების მობუდარი კოლონია; ბინადრობს თეთრი ბუ, ხარვერძი, პოლარული მელა, ჩრდილოეთის ირემი; ლემინგებისა და ზღვის ფრინველთა მრავალრიცხოვანი პოპულაციები.

გამყინვარების ბოლო ეპოქაში კუნძული მთლიანად არასდროს გაყინულა; იგი სრულად არ დატბორილა არც ყინულის უკანდახევის პერიოდებში. ამიტომ ნიადაგი და მცენარეულობა წარმოდგენას გვიქმნის, როგორ გამოიყურებოდა ტუნდრა პლეისტოცენში. თქვენ, თითქოს, ასეული ათასი წლით უკან ბრუნდებით. ეს არის უძველესი ბიომრავალფეროვნება. ვრანგელის კუნძული ბეწვიანი მამონტების უკანასკნელი საბინადროცაა. ეგვიპტეში პირამიდებს აგებდნენ, ვრანგელის კუნძულზე კი სპილოები დაეხეტებოდნენ, ბუნებრივმა იზოლაციამ აქ უნიკალური ეკოსისტემა წარმოქმნა. დედამიწაზე სხვა მსგავსი ადგილი არ არსებობს...

სრული ვერსია წაიკითხეთ მიმდინარე ნომერში.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია