სტატიები >
რეზინის ბუმი
01.01.16
ჩარლზ ს. მენი
რიჩარდ ბარნსი

150 წელია, რაც რეზინმა გლობალური, თუმცა მეტწილად ფარული მოთამაშის პოზიცია დაიკავა პოლიტიკურ თუ გარემოსდაცვით საკითხებში. გინდათ ინდუსტრიული რევოლუცია? ამისთვის სამი სახის ნედლი მასალა დაგჭირდებათ: რკინა - სამანქანო ნაწილებისთვის ფოლადის დასამზადებლად; წიაღისეული საწვავი - ამ მექანიზმების ენერგიით დასამუხტავად და რეზინი - ყველა მოძრავი ნაწილის ერთმანეთთან დასაკავშირებლად და დასაცავად. აბა, სცადეთ მანქანის მართვა ვენტილატორის ღვედისა თუ რადიატორის შლანგის გარეშე?! რამდენიმე წუთში თქვენი მანქანა მწყობრიდან გამოვა. გამაგრილებელი სითხე მოტორამდე უნდა მიიყვანოთ და თუ ამისთვის ელასტიკური რეზინის შლანგის ნაცლად, უდრეკი მეტალის მილაკს გამოიყენებთ, რა გამოგივათ, მაგასაც ვნახავთ! ცოტა ხანს კი ივლით, მაგრამ ძალიან მალე ის ნაწილებად დაიშლება.

რატომღაც რეზინი უფრო სინთეტიკურ პროდუქტად წარმოუდგენიათ, ვიდრე ბუნებრივად. სინამდვილეში კი, მსოფლიოში მოხმარებული რეზინის 40% სწორედ ხიდან, ძირითადად, ბრაზილიური ჰევეასგან მიიღება. სინთეტიკური ანალოგის წარმოება უფრო იაფია, თუმცა ის ნაკლებად ელასტიკურია და ვიბრაციას კარგად ვერ უძლებს. პრეზერვატივი, ქირურგის ხელთათმანები, ვერტმფრენის საბურავები (ანუ ისეთი საგნები, რომელთაგან განსაკუთრებულ საიმედოობას ელიან) სწორედ ბუნებრივი რეზინისგან მზადდება...

სრული ვერსია წაიკითხეთ მიმდინარე ნომერში.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია