სტატიები >
ტვინი სუფთა ჰაერზე
01.01.16
ფლორენს უილიამსი
ლუკას ფოლია

1865 წელს ლანდშაფტების დიდმა არქიტექტორმა ფრედერიკ ლოუ ოლმსტედმა იოსემიტის ხეობას გადახედა და დაინახა ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა შენარჩუნებულიყო. მწვანე სივრცე ხომ ყველა ადამიანს სჭირდება: „მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ულამაზესი პეიზაჟების დროგამოშვებით მზერა ადამიანის ჯანმრთელობისა და მხნეობისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით, მათი ინტელექტუალური სიჯანსაღისთვის“, - წერდა ოლმსტედი.

ოლმსტედი, ცოტა არ იყოს, აზვიადებდა. მისი განცხადება ინტუიციას უფრო ემყარებოდა, ვიდრე მეცნიერებას. თუმცა, ამ ინტუიციას ხანგრძლივი ისტორია აქვს. დაახლოებით 2500 წლის წინ კიროს II დიდმა სპარსეთის დედაქალაქში დასასვენებელი ბაღები გააშენა. მე-16 საუკუნეში ექიმი პარაცელსუსი წერდა: „განკურნების ხელოვნება ბუნებისგან მოდის და არა ექიმისგან“.

დღეს უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მწვანე გარემოში ყოფნისას, ჩვენს ორგანიზმში გარკვეული სიღრმისეული ძვრები ხდება. ჭარბწონიანობა, დეპრესია და ახლომხედველობა კი აშკარად ჩაკეტილ სივრცეში ხანგრძლივ ყოფნას უკავშირდება. მეცნიერები ჩვენს ტვინზე ბუნების ზემოქმედებას იკვლევენ; ზომავენ ყველაფერს, რაც ერთ დროს ზებუნებრივი და იდუმალი მოჩანდა: სტრესის ჰორმონებიდან დაწყებული, გულისცემით, ტვინის ტალღებითა და პროტეინის მარკერებით დამთავრებული...

სრული ვერსია წაიკითხეთ მიმდინარე ნომერში.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2018 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია